RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ბაიდენმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი შეაშფოთა

29.07.2009  |  09:59

3493.jpegგასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა თბილისში ვიზიტით, გაცილებით მეტი შეკითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი. მთავარი კი მათ შორის - ეს ის საზღვრებია, რომელთა ფარგლებშიც ა.შ.შ აპირებს სააკაშვილის რეჟიმთან მეგობრობას. შეხედულებები სხვადსხვაგვარია, მაგრამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დარწმუნებულნი არიან, რომ ვაშინგტონისა და თბილისის სამხდერო თანამშრომლობა, კარგს არაფერს მოიტანს.

"დასავლეთის მფარველობის ქვეშ მყოფი საქართველოს პოლიტიკა, რეგიონში სიტუაციის დაძაბვისკენაა მიმართული,- ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ღია წრილში ჯოზეფ ბაიდენისადმი.- ა.შ.შ-ს მიერ გაწეული უპრეცედენტო ფინანსური დახმარების ფონზე, ოფიციალური ხელისუფლება აგრძელებს მილიტარიზაციის პროცესს და რევანშისტულ სამხედრო შეჭრის გეგმებს ამუშავებეს იმ ტერიტორიებზე, რომლებიც საქართველოს არ ეკუთვნის". ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა რესპუბლიკა მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას ყურადღება მიაქციოს იმ ფაქტს, რომ საქართველო არ წყვეთს საკუთარი აგრესიული პოლიტიკის გატარებას პატარა ერების მიმართ და აგრძელებს სამხედრო პოტენციალის ზრდას, ხელს აწერს რა შეთანხმებას სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

"ა.შ.შ-ს მცდელობა საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ აქციოს - კრახისთვისაა განწირული, ვინაიდან ამ ქვეყნის ლიდერებიცა და საზოგადოებაც განაგრძობს იმპერიული კატეგორიებით აზროვნებას,- ხაზგასმით აღნიშნავენ აფხაზეთის გარეპოლიტიკურ უწყებაში.- ეს პრინციპში შეუძლებელია, ვიდრე ნაციის ძირითადი ძალისხმევა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისკენაა მიმართული. ის ვინც თვლის, რომ საქართველოს შეუძლია დასავლური დემოკრატიის მაგალითზე განვითარდეს - ღრმად ცდება". ოფიციალური სოხუმი აღნიშნავს, რომ საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში თავისუფალი დემოკრატია კი არ შენდებოდა, არამედ "დემოკრატიული ტირანია", რასაც ადასტურებენ უკვე პოსტსაბჭოთა, თანამედროვე საქართველოს რეჟიმები.

სოხუმის ამგვარი რეაქცია ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტზე თბილისში, შემთხვევითი არ არის. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა მნიშვნელოვანი სტუმრის ჩამოსვლამდე თხოვნით მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებს - საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ. მართალია, ბაიდენმა დიპლომატიურად აუარა გვერდი მწვავე შეკითხვაზე პასუხს - მას არც უარი უთქვამს და არც თანხმობა განუცხადებია. მაგრამ აფხაზეთი, ბაიდენისადმი საკუთარი ღია წრილის საშუალებით ხაზს უსვამს იმას, რომ არ სურს ამ სიტუაციაში პასიური დამკვირვებლის როლში დარჩეს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100