RSS
на русском en in english
24.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვახანიას საქმე: არაფერი პირადული, უბრალოდ ბიზნესი

29.07.2009  |  10:01

3494.jpegსაქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ მიუთითა, რუსეთის მოქალაქის - ვლადიმერ ვახანიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის აშკარა უაზრობაზე. ოპოზიციოენერები მას, პოლიტიკურ პატიმრად თვლიან და ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ იმას ელოდება თუ როდის გაიღებს ფულს გამოსასყიდისთვის პროფესორის ძმა - ბიზნესმენი თენგიზ ვახანია.

საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ მოითხოვა პოლიტპატიმრის - ვლადიმერ ვახანიას დაუყოვნებლივ გათავისუფლება. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კუკავამ განაცხადა, პოლიტპატიმართა საქმეების კომისიამ დარღევევბი აღმოაჩინა რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომელიც 11 მარტს ზუგდიდში დააპატიმრეს, ბარალად მას ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის ხელისშელა და იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება წაუყენეს.

როგორც უკვე წერდა GeorgiaTimes-ი, ვლადიმერ ვახანია იძულებული გახდა დარჩენილიყო საქართველოში, როდესაც ის გასული წლის შემოდგომაზე თბილისში, ორმაგი - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეობის ქონის გამო თვითმფრინავში ჩასხდმოისას მოხსნეს. მას ჩამოართვეს დოკუმენტები და მან მოსკოვში ოჯახთან დაბრუნება ვეღარ შეძლო. მცირე სამშობლოში - ზუგდიდში ვახანიამ პარტია "მთელი საქართველოს" შექმნა გადაწყვიტა და პარტიის პრეზენტაციის დღეს, ადგილობრივი კორესპონდენტის ლეილა ხუბულავას დასმენის საფუძველზე, მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჟურნალისტის მოღვაწეობისთვის ხელი შეშლის მიზეზით. ორიოდე დღის შემდეგ კი, ვახანიასთან სახლში მივიდა გამომძიებელი, რომლის კვალდაკვალ სპეცრაზმელები შეიჭრნენ, სახლის ჩხრეკის დროს ლეიბის ქვეშ "აღმოჩენილი" იქნა ყუმბარები და "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური იარაღის ვაზნები. ხელისუფლებამ ასევე ეჭვი მიიტანა, რომ ვახანია ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა რუსეთის სასარგებლოდ.

"დექტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებულა, საქმეში მონაწილე მოწმეები კი აცხადებენ, რომ ჩხრეკაში მონაწილეობა არ მიუღიათ და რომ მათი ხელმოწერები ჩხრეკის ოქმის ქვეშ გაყალბებულია",- განაცხადა გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე კახა კუკავამ. მისი სიტყვებით, არასერიოზულია ვახანიას დადანაშაულება იმაში, რომ მან ჟურნალისტს კასეტა წაართვა, ეს მაშინ როდესაც "პოლიცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში მუდმივად იყო დაკავებული ჟურნალისტების ცემით და სისტემატურად ართმევდა მათ კამერებსა და კასეტებს".

ვლადიმერ ვახანიას დაპატიმრების მთავარი მიზეზი, კუკავას აზრით, ზუგდიდში პოლიტიკური ოპოზიციური მოძაობის ჩამოყალიბების მცდელობა გახდა, რომელსაც რეგიონში საპროტესტო აქციების ორგანიზება უნდა მოეხდინა. "ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა სამეგრელოში, საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებულად მწვავე რეაქციას იწვევს და ისინი განსაკუთებული სისასტიკით უსწორდებიან ამ რეგიონში, განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს",- განაცხადა კუკავამ.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100