RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დიალოგი გალში: კონსტრუქციული განწყობა არ დაკარგულა

30.07.2009  |  11:02

3507.jpegაფხაზეთში, ქალაქ გალში 28 ივლისს ჩატარდა ხუთმხრივი შეხვედრ ქართულ-აფხაზურ საზღვარზე ინციდენტების შეწყვეტის მიზნით. სოხუმმა და თბილისმა რუსეთიც, გაეროს და ევროკავშირის შუამდგომლობით განიხილეს რეგიონში ჰუმანიტარული პრობლემები. მოლაპარაკებებზე გარკეულ რეზულტატებსაც მიაღწიეს.

გალში მოლაპარაკებების პირევლი პუნქტი იყო აფხაზეთის მოქალაქის დავით სიგუას გატაცების საკითხი. სოხუმი ამტკიცებს, რომ ის ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, ამიტომაც აფხაზები ითხოვდნენ საქართველოს წარმომადგნლებისგან მათ ხელთ არსებული ყველანაირი ინფორმაციის გადაცემას სიგუას შესახებ. თუმცა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა სიგუას ბედის შესახებ, თუმცა, პირობა დადო, რომ როგორც კი რაიმე გახდებოდა ცნობილი მაშინვე შატყობინებდა აფხაზურ მხარეს.

ქართულმა მხარემ, თავის მხრივ, წამოაყენა 22 ივლისს აფხაზეთის საზღვარზე ზუგდიდიდან მიმავალი ავტობუსის გაჩერების საკითხი. სოხუმის არგუმენტები დამაჯერებელი იყო - რუსლან ქიშმარიამ აღნიშნა, რომ ავტობუსი აპირებდა საზღვრის გადაკვეთას იქ, სადაც არ არის დამონტაჟებული გამშვები პუნქტი, მგზავრებს კი არ ჰქონდათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები.

სხვათა შორის, გახმაურებული ინციდენტის შესახებ საკმაოდ მკაფიოდ ისაუბრა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. "აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვარი არ არის დაკეტილი,- აცხადებდა ის.- თუმცა საქართველოს მიმართულებით მისი გადაჭრის დროს აუცილებელია წესების დაცვა. კონკრეტულად წინასწარ უნდა შეატყობინოთ რაიონულ ადინისტრაციას და აიღოთ უფლება, რომელზეც უარი ჯერ არავისთვის უთქვამთ". შამბას თქმით, ქართულმა მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ახალგაზრდა რესპუბლიკა ზრუნავს თავის უსაფრთხოებაზე და ასეთი ზომები პირველ რიგში საჭიროა შსაძლო ტერაქტების და სხვა დივერსიების თავიდან ასაცილებლად.

შენდგარი შეხვედრის მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ მხარეებმა გადაწყვიტეს შექმნან მექანიზმი გალისა და ზუგდიდის რაიონის მიერ საზღვრის გადაკეთვის თაობაზე და მობილური ტელეფონების ნომრები გაცვალეს.

"ეს თავისებური ცხელი ხაზია,- აცხადებდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ ღვინჯია.- ახლა ჩვენ შეგვიძლია ოპერატიულად შვატყობინოთ ერთმანეთს სხვადასხვა ინციდენტების შესახებ". ღვინჯიას აზრით, გასულ შეხვედრა იყო კონსტრუქციული, მიუხედავად იმისა, რო მიმდინარეობდა დაძაბულ გარემოში.

რაც შეეხევა თბილისის წარმომადგენლების შთაბეჭდილებებს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ დაისვა კონკრეტული საკითხები, მომავალი მოლაპარაკების რეზულტატები კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შესრულდება შეხვედრების მეორე რაუნდზე დადებული პირობები.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100