RSS
на русском en in english
27.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართულ კურორტზე - რესპირატორით

03.08.2009  |  10:16

3530.jpegტურისტული ნაკადი მზიან საქართველოში შემცირდა, ომამდელ ციფრებთან თუ შევადარებთ, არც ისე კატასტროფულად. იქ ჯერ მარტო 50 000 რუსი ჩავა. თუკი, რა თქმა უნდა, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ევროპიდან შეტანილ ღორის გრიპის ეპიდემია არ გავრცელდება.

აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა უამტრავი თანხა ჩაედო ტურიზმის აღორძინებისთვის, რათა ეს სფერო არ გაკოტრებულიყო. დასავლეთის ქვეყნებიც ეხმარებიან და გამოიფენ თანხებს, რა თა განვითარდეს ევროპასთან ურთიერთობა ტურიზმისა და კულტურის სფეროში.

ახლანდელი საკურორტო სეზონის დასაწყისში სასტუმროების მფლობელები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ კლიენტები. სიტუაციას აუარესებდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებიც. აჭარის ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელის შალვა ალავრდაშვილის თქმით, პოტენციურ კლიენტებს უსაფრთხოების განცდა არ აქვთ.

და მაინც იანვრიდან ივნისამდე საქართველო 446 ათასმა ტურისტმა მოინახულა, რაც არც ისე ცოტაა 2008ნ წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. თანაც საქართველოში დამსვენებელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა.

იმ სასტმროების მფლობელებს, რომლებიც კლიენტების ნაკლებობას უჩივიან, ხელისუფლება ურჩევს ფასების შემცირებას და თავად გადასახადის კლების პირობას დებს. ლაშა ჟვანიას აღაიარებით, ევროპაში 3-4 დღით დასვენება საქართველოში ერთი დღის დასვენების ფასი ჯდება.

ამას გარდა, საქართველოს გვერდით არის თურქეთი - უფრო იაფი და პოპულარული ქვეყანა.

საქართველოშო ტურისტული პაკეტის სიძვირეს თავად ტუროპერატორებიც აღიარებენ. "ვია თრეველის" ხელმძღვანელი ნინო თარგამაძე ამბობს, რომ ეს დაკავშირებულია ავიაგადაფრენების ფასთან. საქართველოში ბილეთების მაღალი ფასი დაბალი კონკურენციით არის გამოწვეული.

მოკლედ პეტრე კანკავა სულაც არ თვლის, რომ საქართველოში ტურიზმის ყველა პრობლემა ბილეთების სიძვირესთან არის დაკავშირებული. ის თვლის, რომ სასტუმროები გაუმართებალდ მაღალ ფასს ადებენ მომსახურეობას. კანკავა დარწმუნებულია, რომ სწორი მენეჯმენტი სასტუმროს ფასების დაკლებს და კლიენტების მოზიდვის საშუალებას მისცემს.

"საქართველოში ერთბაშად სურთ მოგების მიღება, მაგრამ ეს სწორი არ არის. სასტუმროს სჭირდება სამი წელი მაინც, რომ იმუშაოს მოგებაზე. ჩვენ პერიოდულად ტრენინგებს ვუტარებთ სასტუმროს მფლობელებს. ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვაძლევთ, მათ კი მოსმენის და დაჯერების სურვილი უნდა ჰქონდეთ",- ამბობს კანკავა.

იმავდროულად ლაშა ჟვანია პირობას დებს რომ გადასახები შემცირდება ტურისტულ სექტორზე. მინისტრი თვლის, რომ ამ სფეროს დახმარება ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლების მხრიდან ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნას ტურიზმის განვითარება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100