RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილის არმია ძალებს იკრებს

05.08.2009  |  10:32

3551.jpegსაქართველოს არმია, საბრძოლო უნარჩვევების დახვეწას აგრძელებს. რესპუბლიკაში დასრულდა სამხედრო სწავლებები „ფარი-2009", რომელიც ორფოლოს პოლიგონზე 13-დან 30 ივლისამდე გრძელდებოდა. მიხეილ სააკაშვილი დადებითად გამოეხმაურა მანევრებს, თუმცა ეს გაოცებას სულაც არ იწვევს, ვინაიდან მას ქვეყნის შეიარაღებული ძალები, ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. მაგარმ, ასეთი ინტენსიური ვარჯიშების, სხვა მოტივაციაც ხომ არ არსებობს?

სწავლებებიში „ფარი-2009" მონაწილეობა მიიღეს ქვეითი ბრიგადის, სატანკო დანაყოფის, პირევლი და მეორე საარტილერიო ბრიგადის, საზენიტო დივიზიის ბატალიონებმა, ასევე სპეციალური დანიშნულების დაჯგუფებების წარმომადგენლებმა, გვატყობინებს GHN. ქვეყნის გაერთიანებული გენერალური შტაბის უფროსის - დავით ჭანკიოტაძის მეთაურობით ჩატარებულ მანევრებში, საკუთარი საბრძოლო უნარჩვევები გამოიმუშავა დაახლოებით ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. მოქმედებებში ტექნიკაც იყო ჩართული - ტანკები, ავიაცია და არტილერია. ცნობილი გახდა, რომ მანევრები „ფარი-2009" საკუთარი გაქანებით, ქართული არმიისათვის გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ერთერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სწავლებები იყო.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მონაწილეობას იღებდა სამხედრო მანევრების დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, ნანახით კმაყოფილი დარჩა. „ ჩვენმა ქვეყანამ რუსეთთან ომი გადაიტანა, კვლავ ყავს არმია და კვლავ ფეხზე დგას.- „ნოვოსტი-გრუზია" ახდენს საქართველოს ლიდერის ციტირებას.- მე დღესდღეობით ვხედავ, რომ ჩვენი არმიის სულისკვეთება და ცოდნის დონე იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა". სააკაშვილის თქმით, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ სწავლებების დროს გათვალისწინებული იქნა საქართველოს ჯარის მიერ, გასული წლის აგვისტოში მიღებული საბრძოლო გამოცდილება. საქართველო ლიდერმა სადღეგრძელო წარმოთქვა: "მე არ შემიძლია წარმოვიდგინო უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული პროფესია, ვიდრე ჯარში სამსახურია,- აქვეყნებს „კავკაზსკი უზელი"- ყოველი ჩვენთაგანი ვალშია თქვენს წინაშე". პერეზიდენტს პარლამენტის დეპუტატებიც დაეთანხმნენ. საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ ამიერიდან საქართველოს ჯარს შეუძლია საკუთარ თავს, რეგიონში ყველაზე ბრძოლისუნარიან არმიად თვლიდეს.

რაც რათქმაუნდა ფრიად სადაო საკითხია, მაგრამ ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როგორც ჩანს პოლიტიკოსები - ქართული არმიის შესახებ მსჯელობისას, გაცილებით უფრო ადრინდელ შთაბეჭდილებებს ეყრდნობოდნენ. ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ: Cooperative Longbow/Lancer 2009-იმ და „ფარი-2009"-ამ გავლენა იქონია შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობაზე. რაც შეეხება საბრძოლო ამოცანებს, რომლებიც სამხედროების წინ იდგა მანევრების დროს, ისინი შეიცავდნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი მოწინააღმდეგის ტაქტიკური მარაგის ლიკვიდაციას. ამასთან ერთად, როგორც ტელეკომპანია „მირი" გადმოსცემს, ამოცანად იყო დასახული პირობითი მტრის არმიის ოთხმოცი პროცენტის განადგურება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100