RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მოსკოვი და ცხინვალი თბილისის ხელისუფლებას დაფიქრებისკენ მოუწოდებენ

05.08.2009  |  10:36

3553.jpegქართულ-ოსუ საზღვარზე ახალი ინციდენტი მოხდა. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომლის თანახმადაც, ცხინვალის რაიონის სოფეილ ოტრევის მიმართულებით განხორციელდა სამი გასროლა ქართული სოფელი ფლავიდან. ამჯერად რესპუბლიკის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაეფიქსირებინა სროლის ფაქტი, გაგზავნა შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამომძიებლო ჯგუფი და ჟურნალისტებიც მიიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ეს მოხდა დაახლოებით ღამის ათ საათზე. ეს სოფლები ერთმანეთისკენ ერთ კილომეტრში იმყოფებიან, ოტრევი კი, როგორც ცნობილია, იყო ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი, რომელმაც პირველმა მიიღო გასული წლის აგვისტოში ქართველი ჯარისკაცების დარტყმა.

თუმცა, ქართული მხარე სროლის ფაქტს უარყოფს. შიდა ქართლის რაიონული პოლიციის უფროსმა ვლადიმერ ჯუღელმა განაცხადა, რომ ცეცხლის გახსნას ადგილი არ ჰქონია. ჯუღელმა რუსეთი და სამხრეთ ოსეთი საზღავრზე სიტუაციის დაძაბვაშუ დაადანაშაულა, ტელეკომპანია "იმედს" კი შეატყობინა, რომ ცეცხლი გუშონ ოტრევის მხრიდან ისმოდა. თურმე ისროდნენ ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან, ტანაც რამდენიმე ჭურვი ჰაერში აფეთქდა.

ცხინვალის და თბილისის ურთიერთდადანაშაულებები უკვე აღარავის უკვირს. თუმცა, საინტერესოა, რომ საზღვარზე სიტუაციის გაწმვავების შესახებ შეშფოთებას მხოლდო სამხრეთ ოსეთი გამოთქვამს. ახალგაზრდა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარ კოკოითიმ 4 აგვისტოს ხაზი გაუსვა:" ჩვენ გვაკვირვებს, რომ ყველა ეს პროვოკაცია ხორციელდება ევროპელი დამკვირვებლების პასუხისმგებლობის ზონაში. ქართული მხარე გამუდმებით რაღაც მანევრებს ატარებს და სამხრეთ ოსეთის საზღვართან სამხედრო ტექნიკას აყენებს, სამხედრო წესრიგში დააყენებს და შემდეგ კვლავ მიჰყავს". საინტერესო დეტალი - სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მხრიდან პროვოკაციები სწორედ იმ რაიონებში ხდება, რომლებიც რუს მესაზღვრეებს ჯერ კიდევ არ აუყვანიათ კონტროლქვეშ.

როგორც ცნობილია, ამ დღეებში ახალგაზრდა რესპუბლიკაში იყო რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ პრონიჩოვი. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა სტუმარს მადლიობა გადაუხადა დახმარებისთვის და ხზი გაუსვა, რომ რუსი მესაზღვრეები მაღალ პროფესიონალიზმს ამჟღავნებე, ადგილობრივი მოსახლეობა კი მათ ძალიან კეთილგანწყობილად ექცევა.

პრონიჩოვმა თავის მხრივ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წელიწადს აშენდება სასაზღვრო ინფრასტრუქტურის კიდევ ხუთი ობიექტი.

საზღვრის გამაგრება სრული სვლით მიმდინარეობს. მსგავსი ნაბიჯები, კოკოითის თქმით, ნაკარნახევია არა მხოლოდ სროლებით საზღვარზე, არამედ ევროკავშირის უმოქმედობითაც. დამკვირვებლებმა ჯერ კიდევ ვერ იპოვეს საქართველოს მხრიდან ცეცხლის გახსნის დადასტურება. თუმცა ევროკავშირმა გამოთქვა შეშფოთება ახლანდელი სროლების გამო და მხარეებს მოუწოდა, რომ თავი შეეკავებინათ ისეთი განცხადებებისგან ან ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება სიტუაციის გაუარესება გამოწვიოს.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100