RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსეთი: საზღვარი ჩაკეტილია, სამხედროები ფხიზლობენ

06.08.2009  |  10:22

3562.jpegქართულ-ოსურ საზღვარზე მომხდარმა ინციდენტებმა ედუარდ კოკოითს საზღვრის დახურვისკენ უბიძგა. თავისი სიტყვა მოსკოვმაც თქვა - ცხინვალში და ჯავაში დისლოცირებული სამხედრო ნაწილები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანეს. როგორც ჩანს ამან ოდნავ მაინც იმოქმედა, საზღვარზე შედარებით სიწყნარეა.

სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში ძველებურად შემაშფოთებელია. ქართულ-ოსურ საზღვარზე რიგი ინციდეტნების შემდეგ მასმედიები გაძლიერებულად მუსირებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გასული წლის აგვისტოს მოვლენების განმეორება შესაძლებელია. სცენარის განვითარების ყველაზე არასასურველი შესაძლებლობა სამხრეთ ოსეთის ხელიფლებამაც გაითვალისწინა. ედუარდ კოკოითმ მოიწვია რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ძალოვანთა აზრები მოისმინა. სამხედრო უწყების ხელმძღვანელმა იური ტანაევმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები განსაკუთრებულად აძლიერებენ ტავიანთ ქვედანაყოფებს საზღვრის მთელ პერიმეტრზე.

რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელის ბორის ატოევის აზრით, ქართული მხარე ამზადებს პროვოკაციული ხასიათის ღონისძიებებს სამხრეთ ოსეთთან ახლოს მყოფ რაიონებში. "აგიტაცია ძირითადად ახალგაზრდებს შორის ტარდება, რადგანაც უფროსი თაობა საკმაოდ კრიტიკულად უდგება საქართველოს ხელისუფლების ამ ზომებს",- აღნიშნა ატოევმა.

უსაფრთხოების საბჭომ საბოლოოდ საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვტილების მიღებისას ედუარდ კოკოითს ამოძრავებდა არა მხოლოდ მორიგი პროვოკაციების აცილების სურვილი, არამედ იმის მცდელობაც, რომ თავიდან აეცილებია რესპუბლიკის მოქალაქეებისგან ღორის გრიპი. ამ ვირუსით საქართველოში უკვე 12 ადამიანია ინფიცირებული.

ამასობაში კი საზღვრის დაკეტვასთან ერთად გაძლიერებულ მუშაობაზე გადავიდა სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარის მეოთხე სამხედრო ბაზა.

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძრვანელის მოადგილის ანატოლო ნოგოვიცინის აზრით, რეგიონში არსებულ სიტუაციას მშვიდს ვერაფრით ვერ უწოდებ. მიუხედავად ამისა, მან აღნიშნა, რომ საქართველოს ახლა გასული წლის მსგავსი ავანტიურის გატარება არ შეუძლია, რადგანაც თბილისს ასეთ მოკლე დროში არ აქვს საშუალება შარშანდელივით მომზადებული სამხედრო დაჯგუფება შექმნას.

მეორე წყარომ კი, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა არჩია, ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ნებისმიერი ქართული აგრესიის ჩანასახს მოსპობენ. "სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული ჩვენი ჯარი არ დაუშვებს გასული წლის აგვისტოს მოვლენების გამეორებას, როდესაც საქართველოს აგრესიის შედეგად დაიხოცნენ ოსები და რუსი სამშვიდობოები. თუკი სააკაშვილს რეჟიმი კვლავ გაბედავს მსგავს ავანტიურას, ჩვენი მეოთხე სამხედრო ბაზა სამხრეთ კავკასიის საჰაერო სამხედრო ნაწილის დახმარებით მუსრს გაავლებს ქართულ ჯარს სანამ ის ოსეთის საზღვარს მოუახლოვდება". ამასთანავე თანამოსაუბრემ შეგვატყობინა, რომ არანაირი შევსება სამხრეთ ოსეთში არსებულ ნაწილს არ დასჭირდება ამისთვის.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100