RSS
на русском en in english
25.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ ოსების საჩივრები - ობიექტურობის ტესტი დასავლეთისთვის

06.08.2009  |  10:23

3563.jpegგასული წლის აგვისტოდან თითქმის ერთი წელი გავიდა, მაგრამ ხუთდღიანი ომის გამოზახილები ახლაც ისმის. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიაში კონფლიქტის გამოძიებს საერთაშორისო კომისიას ჯერ კიდევ არ დაუსახელებია დამნაშავები, ადმიანთა უფლებების ევროპულ სასამართლოში სამხრეთ ოსეთის ორი ათას მოქალაქეზე მეტს აქვს საჩივარი შეტანილი. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგად დაზარალდნენ. ამის აღიარება დასავლეთს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს.

ბევრმა ოსმა, რომლებმაც სტრასბურგის სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, იმ ხუთი დღის განმავლობაში დაკარგეს ახლობლები და ნათესავები, ზოგიერთმა - ქონება. სტრასბურგის სასამრთლოში და გაეროს საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში ასევე იმყოფება რამდენიმე არასამთავრობო სამართალდამცავი ორგანიზაციის სარჩელები. როგორც სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, ამ სარჩელებზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

სასჯელი კი, უნდა ითქვას, მკაცრი იქნება. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მონაცემებით, ქართული ჯარის თავდასხმის შედეგად დაიღუპა ათას ხუთასზე მეთი ადამიანი. რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტმა უკვე დოკუმენტურად დაადასტურა რესპუბლიკის 162 მცხოვრების და 48 რუსი სამხედრო მსახურის სიკვდილი, მათ შორის იყო ათობით სამშვიდობო. ეს მონაცენემბი უკვე გადაეცა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელს ჰაიდი თალიავინს.

29 ივლისს რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა, რომ დაზარელბულად ცნობილია დაახლოებით 5 000 ადამიანი. "დაკითხულია ათასზე მეტი მოწმე, რომლებიც გენოციდის ფაქტს ადასტურებენ,- აცხადებდა მარკინი.- ჩატარებულია 900-ზე მეტი ექსპერტიზა. ამოღებულია 30 000-ზე მეტი ნივთმტკიცება, დათვალიერებულია საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა". მარკინის მონაცემებით, კონფლიქტის ზონიდან ამოღებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების დოკუმენტაცია, ტოპოგრაფიული რუქები, გეგმები და ბრძანებები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის რეჟიმის გეგმას, სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლების განადგურების შესახებ.

კომიტეტის წარმომადგენელმა აევე განაცხადა, რომ ჰაიდი თალიავინმა გამოთქვა მათთან მომავალში თანამშორმლობის სურვილის, პირველ რიგში იმისთვის, რომ ობიექტურად გამოიძიოს აგვისტოს მოვლენების ყველა ვითარება და პასუხისგებაში გადასცეს ყველა დამნაშავე.

უნდა ითქვას, რომ მოსკოვში შვეიცარელ ექსპერტს ენდობიან. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის აზრით, თალიავინის კომისიის ექსპერტები საკმარისად ობიექტურები არიან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100