RSS
на русском en in english
22.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერთი წლის შემდეგ თბილისში: ადამიანებს პირს ვერ ამუქოლავ

10.08.2009  |  09:52

3600.jpeg08.08.08 ავისმომასწავებელი კოდი თითქოს და პანდორას ყუთის გასახსნელად, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა უაზრო სისხლისღვრას. 8 აგვისტოს ღამეს ქართულმა გრადებმა ცეცხლი გაუხსნეს ცხინვალს. ეს თარიღი ისტორიაში ჩაიწერა როგორც არამარტო ხუთდღიანი ომი სამხრეთ ოსეთში, არამედ როგორც თარიღი - ტრაგიკული ვირაჟი: პირველად ამ სახელმწიფოების არსებობის ისტორიაში, საქართველო და რუსეთი ერთმანეთის გვერდიგვერდ კი არა, ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

ტკივილი, წყენა, იმედგაცრუება - სწორედ ამას იგრძნობდი თბილისის ქუჩებში 2008 წლის მცხუნვარე აგვისტოს დღეებში. რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ? როგორ გაიტანა ეს წელი საქართველომ? რა გველოდება მოამავალში - ისევ ომი თუ რთული და ხანგრძლივი გზა ურთიერთგაგებისკენ? სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხებს ეძებდა GeorgiaTimes-ის კორესპონდენტი თბილისში - ამ მრავალტანჯული და ღვთისგან დალოცვილი ქვეყნის პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და უბრალო მოქალაქეებთან.

გასული წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვეული სტუმართმოყვარეობა არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა რომ საქართველო ელივისისწრაფით ღატაკდება, სტუმრის პატივსაცემად აქ მაინც გაშლიან სუფრას და ყველა იმ მარაგს გამოიტანენ, რაც შემოდგომისათვის მოამზადეს და რომელზეც ამბობენ, რომ ძალზედ რთული იქნება. კრიზისი, უმუშევრობა, პოლიტიკური მღელვარება... გასული წლის განმავლობაში მხოლოდ სუფრის რიტუალი თუ შეიცვალა. პირველ სადღეგრძელოს მშვიდობისას ამბობენ: მამაკაცები ჭიქას ბოლომდე ცლიან, ქალები კი მოსვამენ და ჩაილაპარაკებენ „ოღონდაც ომი არ იყოს".

უკვე 2009 წლის აგვისტოს დღეებში, თბილისში ომზე თითქმის ყველა ლაპარაკობს. ვიღაც ამ გიჟურ ომში დაღუპულებს იხსენებს, ვიღაც ცრემლებს არ მალავს და დამწვარ- დაკარგულ სახლს იგონებს. ვიღაც წყევლის ომს, იმიტომ რომ ბიზნესი პრაქტიკულად გაჩერდა და ყოველ დღიურად პურის ფულის შოვნა სულ უფრო რთული ხდება.

ღვინისა და ვაზის ყლორტის ქვეყნის ერთერთი განმასხვავებელი თვისება - საზოგადოების უკიდურესი პოლიტიზაციაა. აქ პოლიტიკაზე ბავშვებიც კი საუბრობენ. ძველი ნაცნობები მიგიწვევენ ჭიქა ღვინოზე თუ მეზობლები ჭიქა ყავაზე, საუბარი აუცილებლად შეეხება პოლიტიკას. სუფრა უკვე ნახევარ საათში მოგვაგონებს პარლამენტის მოედანს, სადაც ყველა საკუთარ აზრს იცავს და სხვისი მოსმენა ავიწყდებათ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100