RSS
на русском en in english
22.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ერთი წლის შემდეგ თბილისში: პოლიტიკური მოღვაწეები მომავლის საკუთარი ხედვის შესახებ

10.08.2009  |  10:06

3603.jpegტკივილი, წყენა, იმედგაცრუება - ეს გრძნობები სუფევდა თბილისის ქუჩებში 2008 წლის აგვისტოს მცხუნვარე დღეებში. რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ? როგორ ცხოვრობდა ეს წელიწადი საქართველო? რა იქნება მომავალში, ისევ ომი თუ გრძელი და რთული გზა ურთიერთგაგებისკენ? ამ შეკითხვებზე პასუხს GeorgiaTimes-ის კირესპონდენტი თბილისში ეძებდა - ამ დალოცვილი და მრავალტანჯული ქვეყნის პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და უბრალო მოქალაქეებთან.

ეკა ბესელია, პარტია „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივანი:

-აგვისტოს მოვლენების წლისთავი ჩვენთვის ტრაგიკული თარიღია და რათაქმაუნდა ჩვენ ამასთან დაკავშიერებით უამრავი ემოცია გვაქვს. აგვისტოს ომი - საქართველოს ყველაზე დიდი ტრაგედიაა უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში. ოპოზიცია თვლის, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ხელისუფლებას პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმები რომ გამოეყენებინა. ჩვენ ვადანაშაულებთ რუსეთის ხელისუფლებასაც და საქართველოს მთავრობასაც. თუმცა საქართველო ძალზე ძლიერ დაზარალდა. ჩვენ მივიღეთ ლტოლვილები, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, რომლებსაც ვაკონტროლებდით აგვისტოს მოვლენებამდე - საერთო ჯამში 100-ამდე სოფელი. რეზულტატები საქართველოსთვის კატასტროფულია. უამრავი მსხვერპლია როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში, ასევე სამხედროებს შორის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ეს ომი არავის მოუგია, არც რუსეთს და არც საქართველოს.

ახლა ჩვენ უნდა ვიპოვნოთ გზა, რათა დავიწყოთ საუბარი აფხაზებთან და ოსებთან. ამ ტერიტორიებს ჩვენ ყოველთვის საკუთარ მიწებად ჩავთვლით. მთავარია, რომ აფხაზებმა და ოსებმა ირწმუნონ - აგვისტოს მოვლენების განმეორება შეუძლებელია. ამჟამინდელი პროვოკაციები საზღვარებზე - საომარი მოქმედებების განახლებას არ ნიშნავს. ჩემი შეხედულებით, ორივე მხარე ისწრაფვის მსოფლიო საზოგადოებას დაანახოს, რომ ერთი წლის წინ სწორედ ისინი იყვნენ მართალი.

რაც შეეხება საქართველოს, ის საკუთარი შეიარაღებული ძალების აღდგენითაა დაკავებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ომს ამზადებს. საქართველოს არ აქვს იმდენი ძალა, რომ რუსეთს შეებრძოლოს, მან გარკვეული გამოცდილება მიიღო გასული წლის აგვისტოდან.

რაც შეეხება ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, მე ვთვლი რომ ის ადრე თუ გვიან დაეწყობა. სულ ახლახანს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხალხებს შორის ურთიერთობები აღდგება, პოლიტიკოსები ხომ მოდიან და მიდიან, ხალხები კი რჩებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მოხდება. სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ეს შეუძლებელია. მაგრამ მას მერე, რაც ხელისუფლება კონსტიტუციური გზით შეიცვლება, როდესაც ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანის გაკეთებას შეძლებს, ამერიკისი და რუსეთის გავლენის გარეშე, მაშინ ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებლად დალაგდება.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100