RSS
на русском en in english
24.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სამხრეთ კავკასია: დრო ყველაფერს საკუთარ ადგილს მიუჩენს

11.08.2009  |  10:22

3613.jpegდროთა განმავლობაში დასავლეთის გაციება მიხეილ სააკაშვილის მიმართ და აფხაზეთ, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებად ჩამოყალიბება - ბუნებრივი პროცესებია, რომლებიც ადრე თუ გვიან მაინც უნდა მოხდარიყო. ამასთან ერთად კავკასიის მომავალი, ბევრ რამეში იმ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ამჟამად გადადგამენ ახლგაზრდა რესპუბლიკების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატები, ნატო და ევროპა. ევროკავშირში რუსეთის მuდმივი წარმომადგენლის ვლადიმერ ჩიჟოვის აზრით, დროა დასავლეთმა პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს სოხუმთან და ცხინვალთან.

"თუ კი ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რაღაც როლი უნდა ითამაშოს დარეგულირებაში, მაშინ ყველა მხარეს უნდა ეკონტაქტოს, მათ შორის აფხაზეთსაც და სამხრეთ ოსეთის მხარესაც.- დიპლომატის ციტირებას ახდენს ტელარხი "ვესტი".- უკვე რამდენიმე რაუნდი შედგა ჟენევაში და იქ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი მონაწილეობა ისევე გარანტირებულია, როგორც ევროკავშირის თანათავმჯდომარეობა ამ პროცესებში". ჩიჟოვის სიტყვებით, პირდაპირი ურთიერთობები დაწყებულია: ევროკავშირის ზოგიერთი სtრუქტურა ადგილობრივ ხელისუფლებასთან გავიდა კონტაქტზე. "მე ვიფიქრობ, რომ ეს პროცესebი კვლავაც გაგრძელდება".- დაასკვნა მან.

დასავლეთის მიერ, დროთაგანმავლობაში საკუთარი რესპუბლიკის სუვერენულობის უფლების ცნობაში, დარწმუნებულია სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც. "ჩვენ არ ვაპირებთ აღიარების ფორსირებას, მაგრამ აქტიურად ვმუშაობთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, აფრიკასთან და რაღათქმაუნდა დსთს-თან.- განუცხადა მან გაზეთ "ტრუდ"-ს- დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა სახელმწიფოებიც გვაღიარებენ. ეს გარდაუვალი პროცესია". კოკოითმა ასევე აღნიშნა, რომ, დამკვირვებლებმა ევროპიდან და ლათინური ამერკიდან სცნეს სამართლიანად უკანასკნელი არჩევნები რესპუბლიკის პარლამენტში. ეს ყველაფერი კი, იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ ოსეთი სახელმწიფოებრიობის ახლგაზრდობის მიუხედავად "ფორას აძლევს საქართველოს, უკრაინის და მოლდავეთის დემოკრატიებს, სადაც მუდმივად პოლიტიკური კრიზისია". კოკოითის აზრით ჩამოთვლილმა ქვეყნებმა, დემოკრატია სამხრეთ ოსეთისაგან უნდა ისწავლონ.

სხვათაშორის ვლადიმერ ჩიჟოვისა და ედუარდ კოკოითის მოლოდინი შესაძლოა ახლო მომავალში განხორციელდეს, ვინაიდან ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის სტყვების, ირიბი დადასტურებაც კი საკმარისია ამისათვის. მაგალითად ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს:" დასავლეთისთვის არ არის მომგებიანი კავკასიაში გავლენის გამო, ეპაექროს რუსეთს. ბოლოს და ბოლოს, ეს უკვე ბარაკ ობამამაც გაიგო. რუსეთმა და დასავლეთმა ერთად უნდა იმუშაონ, გვერდი აუარონ სუვერენიტეტისა და ეთნიკურობის მწვავე საკითხებს. ევროკავშირი უნდა დაეხმაროს რეგიონის ყველა სახელმწიფოს ჩამოაყალიბონ ერთმანეთში ეკონომიკური კავშირი, რომელიც დაშინებაზე კი არ იქნება დაფუძნებული, არამედ გეოგრაფიაზე, ენებზე და სარეთო ინტერესებზე".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100