RSS
на русском en in english
26.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დასავლეთი პოლიტიკანობიდან ჯანსაღ პრაგმატიზმზე გადადის?

12.08.2009  |  10:11

3625.jpegაგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიან ერთი წლის შემდეგ, დასავლეთი იმ ხუთ დღეს უკვე სხვაგვარად უყურებს: რუსეთის კრიტიკა განელდა, მან სიკვდილს გადაარჩინა ოსი ხალხი, ასევე მიწყნარდა მოწოდებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოკიდებლობის აღიარების უკან გამოწვევის შესახებ. რა არის ამგვარი ცვლილებების მიზეზი?

"ევროპელი პოლიტიკოსების, ექსპერტების და მრავალი დასავლელი ჟურნალისტის შეხედულება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე, 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული აშკარაა, რომ შეიცვალა, - რია ნოვოსტი ახდენს ლატვიიდან ევროპარლამენტის დეპუტატის ტატიანა ჟდანოკის ციტირებას, გამოსვლა შედგა ბრიუსელში კონფერენციაზე "სამხრეთ ოსეთი: ერთი აგვისტოს ხუთი დღე".- ისინი უბრალოდ ვეღარ მისცემენ თავს უფლებას დარჩნენ ძველ პოზიციებზე, მას შემდეგ რაც წარმოდგენილი იქნა უტყუარი მტკიცებულებები და ფაქტები იმ ხუთდღიანი ომის შესახებ". საინტერესოა, რომ ამგვარ განცხადებას დეპუტატი მანამდე აკეთებს სანამ გამოქვეყნდებოდა საერთაშორისო კომისიის აგვისტოს ომის გამოძიების რეზულტატები. როგორც ჩანს ევროპელები ახლავე ხვდებიან, რომ ჰაიდი ტალიავინის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ არ იქნება.

ამის და მიუხედავად, ტატიანა ჟდანოკის სიტყვებით, ევროპელების მასობრივ შემეცნებაში ცოტა რამ თუ შეიცვალა. "სააკაშვილმა და ოფიციალურმა თბილისმა აგვისტო ომის დღეებში წარმატებებს მიაღწიეს ფიარში, ბევრს გამოდიოდნენ დასავლურ ტელევიზიებში და მსობრივი ინფორმაციის საშუალებებში, სწორედ ის პირველი ინფორმაცია რომელიც გადმოიფრქვა ტელეეკრანებიდან და დასავლური გაზეთების ფუცლებზე ერთი წლის წინ, ღრმად ჩაიბეჭდა უბრალო ევროპელების გონებაში". თუმცა მისი აზრით, დროთა განმავლობაში პოლიტიკურ ელიტასა და ექსპერტთა საზოგადოებაში გარკვეული კონსენსუსი ჩამოყალიბდა სააკაშვილის მოქმედებების შეფასებისას სამხერთ ოსეთის კონფლიქტის დროს და იმის შესახებ თუ სინამდვილეში ვინ წამოიწყო ომი. "მრავლმა დასავლელმა ჟურნალისტმა შეძლო გასული წლის განმალობაში ცხინვალში ჩასვლა და საკუთარი თვალით ნახა მომხდარის ჭეშმარიტი სურათი, მათ შეძლეს ესაუბრათ ადგილობრივ მოსახლეობასთან და მოვლენების თვითმხილველებთან, - აღინიშნა მან.- შედეგად ავტორიტეტულ დასავლურ გამოცემებში პუბლიკაციების მთელი სერია დაიბეჭდა, რამაც დიდი როლი ითამაშა იმ ინფორმაციის უარყოფაში, რომელიც ქართულმა მხარემ მიაწოდა დასავლეურ საზოგადოებას".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100