RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გალი: ურეზულტატოდ, მაგრამ სასარგებლოდ

13.08.2009  |  12:28

3641.jpegდღეს აფხაზურ ქალაქ გალში უკვე მესამედ შედგა შეხვედრა ინციდენტების აღკვეთის თაობაზე. მასში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის, საქართველოს, რუსეთის, ევროკავშირის და გაეროს წარმომადგენლებმა. მხარეებმა განიხილეს ქართულ-აფხაზური საზღვრის გადაკვეთის საკითხი ზუგდიდისა და გალის მაცხოვრელებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებები კონკრეტული რეზულტატის გარეშე დასრულდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს კონტატის ქონის აუცილებლობას. განხეთქილების საგანი გახდა ქართული დელეგაციის მიერ დასმუი საკითხი საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის თაობაზე.

როგორც ცნობილია, ახლა ართულ-აფხაზურ საზღვარზე მოქმედებს მკაცრი წესები. ოფიციალური სოხუმი ამტკიცებს, რომ წესრიგი საზღვარზე პირველ რიგში აუცილებელია მშვიდობიანი მოსახლეობის უსართხოებისთვის, ტერაქტების და დივერსიის აღკვეთისთვის. „აუცილებელია გარკვეული ხნით ადრე შეატყობინოს მოქალაქემ რაიონული ადმინისტრაცია საზღვრის გადაკვეთის თაობაზე და მიიღოს ნებრათვა, რომელზეც უარი აქამდე არავისთვის უთქვამთ",- აცხადებდა აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.

მოლაპარაკებების მონაწილეებ გვერდი არ აუარეს ქართულ მასმედიაში გავრცელებულ ინფრომაციას იმის შესახებ, თითქოს აფხაზ და რუს მესაზღვრეებს შორის უთანხმოება არის.საქმე ისაა, რომ საქართველოს ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა გალში სიტუაციის გამწვავებაზე და შესაძლო შეიარაღებულ შეტაკებაზე. თავის მხრივ, აფხაზეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა გალში რუსლან ქიშმარიამ დავითაიას „მონაცემებს" პროვოკაია უწოდა. ქიშმარიას აზრით, გალში სიტუაციას სწორედ მსგავსი განცხადებები ამწვავებს.

მიუხედავად ამისა, აზრთა სხვდასხვაობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ არის აუცილებელი სასაზღვრო პრობლემების განხილვა. როგორც განაცხადა საქართველოს მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა, ასეთ შეხვედრებს სარგებლის მოტანა შეუძლიათ, რადგანაც შესაძლებელა გარკვეუილი თემების გარშემო დაძაბულობის მოხსნა. რაც შეეხება საქართველოს საზღვართან დაცვის გაძლიერებას, აფხაზეთმა ეს ნაბიჯი ქართულ-ოსურ საზღვარზე სიტუაციის გამწვავების გამო გადადგა. სერგეი ბაღაფშმა ამ დღეებში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს 2008 წლის აგვისტოს გამეორებას. „ვფიქრობ, რომ ასეთი ვარიანტი შესაძლებელია,- აღნიშნა მან.

-ის მოვლენები, რომლებიც დღეს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთი საზღვარზე ხდება, ამის დასტურია. სანამ ხელისუფლებაში აგრესიული რეჟიმია, უაფრთხოებაზე საუბარი ძალიან ძნელია, ამიტომაც ჩვენ დღეს ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ჯარიც და ის ხალხიც, ვინც თავვდაცვაზე მუშაობს, მზადყოფნაში გვყავდეს".

ხელისუფლების სიტყვები საქმეებს ემთხვევა. 11 აგვისტოს აფხაზეთში ჩატარდება სამხედრო წვრთნები. ეს სწავლებები ჩართულია 2009 წლის სამხედრო მომზადების გეგმაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100