RSS
на русском en in english
20.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

პუტინი სოხუმში:უმაღლესი რანგის დიალოგი

13.08.2009  |  16:08

3645.jpegრუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ - ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთი მოინახულა ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით, რომლის ფარგლებშიც რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩაატარა. ასეთი მაღალი რანგის რუსული დელეგაციის პირველი ვიზიტია რესპუბლიკაში, გასული წლის აგვისტოში მისი დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

"მინდა დავადასტურო, რომ ყველა გეგმები რომლებიც ჩვენ დავისახეთ სოჭში, ჩვენი უკანასკნელი შეხვედრის დროს, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, არანაირ არსებით კორექტირებას არ დაექვემდებარება - რუსეთის პრემიერის ციტირებას ახდენს რია-ნოვოსტი.- უახლოეს წელიწადში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებს. თანხები რომლებიც შეთანხმებულია, სამი წლის ვადით არის გათვალისწინებული". ვლადიმერ პუტინის სიტყვებით, დღევანდელ მთავრობათა შორისი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ყურადღება იქნება გამახვილებული მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთქმედების ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებებზე. "უკანასკნელი წლების განმავლობაში, მოსკოვმა ბევრი რამ გააკეთა აფხაზეთის მხარდასაჭერად, მისი დამოკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისათვის, მაგრამ მოსავალი არ იქნება, თუ მარცვალი ცუდ ნიადაგზე დაითესება, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.- აფხაზმა ხალხმა ყველაფერი გააკეთა, რათა შემდგარიყო ის, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში მოხდა". თავის მხრივ, ახალგაზრდა რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, მადლობა გადაუხადა რუსეთის მხარეს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა:" ის რასაც რუსეთი აკეთებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გეგემები კი, რომლებიც დავისახეთ - აუცილებლად შესრულდება".

პუტინმა და ბაღაფშმა სოხუმის ცენტრში მდგარ. 1992-1993 წლესბში ქართულ- აფხაზური კონფლიქტის დროს დაღუპულთა მემორიალთან მიიტანეს ყვავილები. რუსეთის პრემიერი და აფხაზეთის პრეზიდენტი ასევე გაესაუბრნენ დაღუპული აფხაზი ჯარისკაცების დედებსა და ქვრივებს. ერთერთმა ქალმა პუტინს მადლობა გადაუხადა ჩამოსვლისთვის და უთხრა: "დიდი მადლობა თქვენ თავისუფლებისათვის". შემდგომ ვლადიმერ პუტინმა, სოხუმის სამშობიარო სახლი მოინახულა, ის რუსეთის დახმარებით კაპიტალურად გარემონტდა სულ ცოტა ხნის წინ და უახლესი ტიპის ტექნიკითაა აღჭურვილი.

მოსალოდნელია, რომ აფხაზეთის დედაქალაქში პუტინი განიხილავს ახალგაზრდა რესპუბლიკისათვის 1- 1,5 მილიარდი რუბლის ოდენობის კრედიტის გამოყოფის შესაძლებლობას. როგორც ცნობილია, პირვალად ეს თემა პუტინმა და ბაღაფშმა მაისში, სოჭის შეხვედრისას განიხილეს. მაშინ აფხაზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ ეს თანხები საბანკო სფეროსთვისაა საჭირო: ნაციონალური ბანკის კაპიტალიზაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის და ასევე რკინიგზის განვითარებისათვის. "ვფიქრობ, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძე მხარს უჭერს ყველა ამ წინადადებას და უახლოეს მომავალში ყველა მათგანი რეალიზებული იქნება".- განაცხადა მაშინ ბაღაფშმა. ამასთან ერთად პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კერდიტი რომელზედაც ლაპარაკია - დაბრუნებითია და არ შედის აფხაზეთისათვის, რუსეთის მიერ უსასყიდლო დახმარებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100