RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ხრისტოპოლუსმა ცხინვალამდე ვერ მიაღწია. ჯერჯერობით?

13.08.2009  |  23:13

3650.jpegეუთო ცდილობს მოძებნოს კავკასიაში დარჩენის გზა. თუმცა,მიუხედავად იმისა, რომ მისი თავმჯდომარე დორა ბაკოიანი თვლის, რომ ეს ორგანიზაცია რეგიონში უმნიშვნელოვანესია, ცხინვალის აზრით, მისი წარმომადგენლები მოძველებული კატეგორიებით აზროვნებენ. სამხრეთ ოსეთის განაწყენება გამოიწვია ბაკოიანის ნდობით აღჭურვილი პირის ხარალამპოს ხრისტოპოლუსის არშემდგამრმა იზიტმა და კვლავ წამოწეულმა „სატრნასპორტო საკითხმა".

ეუთოს მისიამ კავკასიაში მუსაობა ივნისში დაასრულა. მას შემდეგ, სამხრეთ ოსეთიც, საქართველოც და რუსეთიც არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ყოფნა ამ რეგიონშ არ უნდა იყოს შმოფარგლული მხოლოდ ევროკავშირის დამკვირვებლებით. ამასთანავე ცხინვალი და მოსკოვი დასავლეთს მოუწოდებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთი განეხილათ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, თბილისი კი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რესპუბლიკაში მუშაობას მისცემოდა საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობის სტატუსი. ეუთომ კი, როგორც ჩანს, შესვენება აიღო.

გასულ კვირას დორა ბაკოიანიმ ქართულ-ოსურ საზღვარზე სიტუაციის გამწვავებისკომენტირებისას ხაზი გაუსვა, რომ ეუთოს კვლავ სურს საქართველოში მისიის გაგზავნა.

ბაკოიანის კეთილმა ზრახვებმა მოგვიანებით ანარეკლი ჰპოვეს ეუთოს თავმჯდომარის ხარალამპოს ხრისტოპოლუსის ტურნეში. აგვისტოს ის შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და განიხილა კავკასიაში დაძაბულობის ზრდა, საზღვარზე ინციდენტების შეწყვეტის მექანიზმი და ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

შემდეგ ხრისტოპოლუსი გაემართა თბილისში.

10 აგვისტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ განაცხადა: „ყველა დეტალს ვერ გაგიმხელთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საუბარია თბილისში ეუთოს ოფისის გახსნაზე",- წერდა გაზეთი „კომერსანტი".

ხრისტოპოლუსის მარშრუტის შემდეგი პუნქტი უნდა ყოფილიყო ცხინვალი მაგრამ... ბერძენი რატომღაც არ ჩასულა იქ. როგორც ბორის ჩოჩიევმა განაცხადა, ხრიტოპოლუსთან იყო მიღწეული შეთანხმება, რომ ის ის სამხრეთ ოსეთის საზღვრამდე საბერძნეთის ავტოტრანსპორტით მივიდოდა, რესპუბლიკის ფარგლებში კი გაეროს მანქანით გადაადგილდებოდა. „თუმცა, გაირკვა, რომ გაეროს მანქანა ვერ ჩამოვიდოდა მოსკოვიან,- აცხადებდა ჩოჩიევი.- ხრისტოპოლუსმა შემოგვთავაზა, რომ ჩამოვიდოდა საქართველოში საბერძნეთის საელჩოს მანქანით რაზეც ჩვენ ვერ დავთანხმდებოდით. სამხრე ოეთი სუვერენული სახელმწიფოა დამის ტერიტორიაზე ჩვენი სტუმრები ვერ ივლიან სხვა სახელმწიფოს საელჩოს მანქანებით". ჩოჩიევმა მოგვიყვა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება,ეუთოს წარმომადგენელს საკუთარი მანქანა შესთავაზა, რაზეც გაუგებარი მიზეზების გამო ხარალამპუსმა უარი თქვა და შეხვედრაც აღარ შედგა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100