RSS
на русском en in english
27.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აფხაზეთი: ტერორი სისუსტის გამოვლინებას ჰგავს

17.08.2009  |  09:58

3668.jpegაფხაზური სახელმწიფოებრიობა, როგორც ჩანს, მოსვენებას არ აძლევს სამხრეთ კავკასიაში ბევრ ძალას. გუშინ სოხუმში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ვლადიმერ პუტინი, რომელიც ახალგაზრდა რესპუბლიკას ყველანაირ აუცილებელ დახმარებას შეპირდა. თუმცა აფხაზეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა დაჩრდილა რმა აფეთქებამ გაგრასა და სოხუმში, დაიღუპა ხალხი. ამასობაში, მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში უკვე გაჩნდა ვერსიები იმის შესახებ, თუ ვის დასჭირდა რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია.

პირველი აფეთქება მოხდა დაახლოებით საღამოს ხუთ საათზე გაგრაში - მოწყობილობა ჩადებული იყო ერთ-ერთ კომერციულ ფირმასთან მდებარე ნაგვის ურნაში. ამის შედეგა დაიღუპა ორი ადამიანი, ასხლეტილი ჭრილობები მიიღო იქვე მყოფმა ოჯახმა - დედამ, მამამ და ბავშვმა. კიდევ ოთხმა ადამიანმა მიმართა საავადმყოფოებს დახმარებისთვის.

ამასთან დაკავშირებით ოპერატიულად შეიქმნა საგამოძიებო შტაბი, რომელშიც შევიდნენ აფხაზეთის გენპროკურორის პირველი მოადგილე ბესლან კვიცინია, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე რამინ გაბილაია, ქალაქ გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ასტამურ ქეცბა და ადგილბრივი სპეცსამსახურის თანამშრომლები.

საღამოს ცხრა საათისთვის უკვე აფხაზეთის დედაქალაქში ამუშავდა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა. ინციდენტი მოხდა რესტორანი „ელბრუსიდან" რამდენიმე ასეულ მეტრში, სადაც იმოფებოდნენ რუსეთის დელეგაციის წევრები და რუსი ჟურნალისტენი, რომლებიც აშუქებდნენ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს აფხაზეთში. საბედნიერო, არავინ დაშავებულა.

ახლა რესპუბლიკის ნუსაფრთხოების სამსახურები იძიებენ აფეთქებებს, მაგრამ ზოგიერთმა ძალოვანმა უკვე გამოთქვა მოსაზრება, თუ ვის შეიძლება აწყობდეს ტრაგედიები აფხაზეთში. „რა თქმა უნდა, კრიმინალისტების დასკვნამდე და გამოძიების დასრულებამდე არ შეიძლება ისაუბრო იმაზე, თუ ვინ დაგეგმა ტერაქტი. თუმცა, ყველაფრის გათვალისწინებით, ის იყო მიმართული რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ. საიდუმლო არ არის, რომ ყველაზე მეტად ამაში საქართველო არის დაინტერესებული".

საინტერესოა, რომ ამ ფაქტს ქართულმა მხარემ ყურადღება არ მიაქცია. საქართველოს შინაგან საქმეთა უწყებაში თვლიან, რომ სიტუაციის დესტაბლიზაციის მცდელობა არის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი და არა ტერაქტები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა განაცხადა, რომ პუტინი გამიზნულად ჩავიდა აფხაზეთში სწორედ მედვედევი-სარკოზის შეთანხმების ხელმოწერის წლისთავზე.

ვფიქრობთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება აზრს გამოთქვამს. იმედი გვაქვს, რომ ეს აზრი ობიექტური იქნება და საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარე ჰედი თალიავინი გაახმოვანებს მას. დასკვნა უკვე შემოდგომაზე იქნება მზად.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100