RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართველები სააკაშვილის ”დემოკრატიას” გაურბიან

17.08.2009  |  10:02

3669.jpegკვლავ გაიზარდა საქართველოდან ლტოლვილთა ნაკადი. ამას ადასტურებს რუსეთის ფედერალური მიგრაციის სამსახურისა და ბელოუსიის სასაზღვრო კომიტეტის მონაცემები. საქართველოდან გარბიან. ერთნი - ეკონომიური მოუწყობლობისაგან, მატერიალური მდგომარეობის გამოსწორების იმედით, მეორენი კი,- პოლიტიკური დევნისგან. მაგრამ, ვერ ვიტყვით რომ უცხოელები სიხარულით ხვდებიან ქართველ არალეგალებს.

37-წლის ქართველი ფეხით გადავიდა უკრაინიდან, ბელორუსიაში. ის გამშვებ პუნქტ "მოკრანი"-სთან ჩაბარდა მესაზღვრეებს და პოლიტიკური თავსშესაფარი ითხოვა, იტყობინება ბელორუსიის მასმედია, რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტეზე დაყრდნობით. იქ დააზუსტეს, რომ უკანასკნელ პერიოდში ბელორუსიის საზღვარზე ქარეთველი მოქალაქეების ნაკადი გაიზარდა.ეს ადამიანები ილტვიან, ლეგალურად თუ არალეგალურად შეაღწიონ ევროკავშირში. უკანასკნელი თვის განმავლობაში ბრესტის სასაზღვროს ჯგუფის მონაკვეთზე, მხოლოდ კანონიერი გზით ათასორასზე მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა. პოლონეთის სტატისტიკით მხოლოდ მათი ნახევარი იქნა მიღებული ქვეყანაში. დანარჩენებმა გზა გააგრძელეს? აშკარაა, რომ არა.

მაგალითად ხუთშაბათს 20 ქართველმა გააკეთა განაცხადი პოლონეთის ლტოლვილთა ბანაკში, ქალაქ ბიალა-პოდლიასკა. მათ ბარიკადები ააგეს და შიმშილობა გამოაცხადეს, იტყობინება რია ნოვოსტი. ეს ქართველები დეპორტირებულები უნდა ყოფილიყვნენ სამშობლოში, ოღონდ სახლში გაგზავნამდე ისინი ლტოლვილთა ბანაკში მოათავსეს. პროტესტის მიზეზი თითქოს და პოლონელი მესაზღვრეების მხრიდან უხეში მოქცევა იყო, თუმცა სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის საბაბი სულ სხვაა: მიგრანტებს სურთ დააჩქარონ პოლონეთის ხელისუფლების მიერ მათი საქმეების განხილვის პროცესი და პოლონეთში ლტოლვილის სტატუსის მიღება.

რუსეთში ამჟამად არც ისე ბევრი ქართველი მოდის. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შედეგია, შარშანდელი საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსეთის მიამართ აგრესიის შემდეგ. მაგრამ თუ კი, ვაჭრობის, მუშაობის ან საერთოდაც კრიმინალური საქმიანობით დაკავების მსურველთა საერთო რიცხვზე არ ვილაპარაკებთ და მხოლოდ ქართველ ლტოლვილებზე ვისაუბრებთ, მშინ ამ ბოლო ხანებში მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. "ამჟამად ლტოლვილთა რიცხვი საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე იზრდება. მაგრამ ეს არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ სიტუაციასთან, ეს საქართველოს ხელისუფლების მხრიდნ მათ პოლიტიკურ დევნასთანაა კავშირში"- განუცხადა ჟურნალისტებს ფედერალური საეიმიგრაციო სამსახურის დირექტორის მოადგილე - ეკატერინა ეგოროვამ. მისი სიტყვებით "ასობით ადამიანის დათვლა მიმდინარეობს". ისინი უბრალოდ ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ, ვინაიდან პოლიტიკური ემიგრანტისთვის ძალიან რთული პროცედურაა გათვალისწინებული.

1
 2 3 4
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100