RSS
на русском en in english
19.09.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი თბილისში ეუთოს ახალი ოფისის გახსნის წინააღმდეგია

17.08.2009  |  10:05

3670.jpegეუთოს სპეც წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპულოსი ახლახან განიხილავდა თბილისში ახალი ოფისის გახსნის შესაძლებლობას. ამ ინიციატივი, როგორც ცნობილია გამოვიდა ეუთოს დორა ბაკოიანი, რომელიც დაჟინებით მოითხოვს საქართველოში ორგანიზაციის მუშაობის გაგრძელებას. თუმცა ასეთი ვარიანტი არ აწყობს სამხრეთ ოსეთს, რომლის აზრითაც, ეუთო ვერ შეძლებსნეიტრალიტეტის შენარჩუნებას თუკი მას საქართველოში ოფისი ექნება. როგორც ჩანს, ცხინვალის შიში უსაფუძვლო არ არის.

პირველად ეუთოს ახალ ოფისზე თბილისში ალაპარაკდა საქართველოში ვიზიტის შემდეგ ხარალამპოს ხრისტოპულოსი. 10 აგვისტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა იყო ეუთოს წარმომადგენლობა საართველოში.

როგორც ჩანს, თბილისში ახალი ოფისის გახსნის საკითხის განხილვას ხრისტოპულოსი სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთანაც აპირებს, მაგრამ, უცნაური შემთხვევის გამო, ცხინვალამდე ვერ მიაღწია. შეიძლება, პრობლემა მართლაც ბანალურ ტექნიკურ შეფერხებაში იყო. ან იქნებ, ბერძენი გრძნობდა, რომ ასეთ ინიციატივას ახალგაზრდა რესპუბლიკაში არავინ მიიღებდა დ ამართალიც იყო.

ვენის ახალი ჩანაფიქრის გაგებისას ცხინვალს საკმაოდ მკვეთრი რეაქცია ჰქონდა. „თუკი ბატონ ხრისტოპულოსს თბილისში ექნება ეგრეთ წოდებული ოფისი, სამხრეთ ოსეთი გადახედავს მასთან თანამშრომლობის საკითხს,- აცხადებდა ბორის ჩოჩიევი.- აქამდე ჩვენ ჟენევის დისკუსიების ფარგლებშიც და მთლიანობაშიც ვთანამშრომლობდით მასთან,როგორც კავკასიაში ეუთოს სპეცთავმჯდომარესთან. მაგრამ ჩვენ მასთან სასაუბრო აღარაფერი გვაქვს, როგორც ეუთოს სპეცწარმომადგენელთან სხვა სახელმწიფოში". ჩოჩიევის თქმით, მომავალში ამ ოფისის თანამშრომლების ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების საკითხიც დადგენა, იმიტომ რომ მათ საქართველოში ოფისი ექნებათ. „ჩვენ გვინდა გავაფრთხილოთ ეუთო, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ეს ინიციატივა რეალიზებულიიქნება, სერიოზული დარტყმა მიყენდება მოლაპარაკებებს, მათ შორის ჟენევისას",- ხაზი გაუსვა სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა.

ჩოჩიევის სიტყვებში არც თუ ისე ცოტა სიმართლეა. ჟენევაში ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები როგორიც გაერო და ეუთოს გამოდიან ერთ-ერთ თანათავმჯდომარეებად, ასევე საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შუამავლებად.

ევროკავშირისა და საქართველოს განსაკუთრებით თბილი ურთიერთობების შესაებ რესპუბლიკებს არაერთხელ განუცხადებიათ. პრინციპში, ამ სიტუაციას აწონასწორებს რუსეთი, რომელიც მოლაპარაკებებზე იცავს სოხუმისა და ცინვალის ინტერესებს. თუმცა თავმჯდომარეთა რიგებში საქართველოს კიდე ერთი მეგობრის გამოჩენა საბოლოოდ დაუკარგავს ხალხს ჟენეველი სამშვიდობოების ობიექტურობის ნდობას.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100