RSS
на русском en in english
23.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მშობლიური და შორეული თბილისი. საგზაო პერიპეტიები

19.08.2009  |  13:05

3696.jpegმშობლიურ ქალაქთან ნანატრი შეხვედრა შვიდი თვის შემდეგ შედგა. უკანასკნელად თბილისის ქუჩებში საახალწლო დღეებში დავსეირნობდი. მაშინ ქალაქი ის ის იტო გამოდიოდა აგვისტოს ომის ტრაგედიის განცდისგან და ცხოვრობდა საახალწლო იმედებით. ამ აგვისტოს კი უკვე შეიძლება თქმა: სამწუხაროდ, ამ იმედებს ახდენა არ უწერია...

მათთვის, ვინც არ იცის: რუსეთიდან თბილისისკენ პირდაპირი რეისბეი არ არსებობს. თბილისში ჩასვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაქოს, ერევანის, მინსკის და სტამბოლის გავლით ტრანზიტული ავიარეისებით. თვითმფრინავში, რომელიც ჯერ ერევანში ჩაფრინდა და შემდეგ თბილისში, ძირითადად რუსული წარმოშობის ქართველები იყვნენ. ამ ხალხმა, როგორც წესი, მშობლიური სახლები 90-ან წლებში დატოვა.გასულ წლებში მათ შეძლეს სახლების, სამსახურის და მოქალაქეობის მოპოვება.

მაგრამ საქართველოს შვილები ყოველთვის გამოირჩეოდნენ მოვალეობისა და მშობლიურობის განცდით. ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე ზრდიდნენ გავშვებს: სადაც არ უნდა გადაგაგდოს ბედმა, წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩამოხვიდე სამშობლოში, მოინახულო ახლობელი ადამიანების საფლავები და ნათესავებს ესტუმრო. ასე რომ შვებულების ყოველი სეზონზე, ქართველები ნებისმიერი გზებით, ჩამოდიან სამშობლოში.

ერევანში თვითმფრინავიდან მგზავრების მეოთხედი ჩავიდა, დარანჩენები თბილისამდე მიდიოდნენ. ისინი ერთმანეთს გეგმებს უზიარებდნენ: ახალგაზრდა ბიჭი სოფელში სახლის გარემონტებას აპირებდა, რომელიც სულ განადგურდა ბებიის სიკვდილის შემდეგ; ხანშიშესულ მამაკაცს სურდა სიტუაციის შეფასება და ბიზნესში ფულის ჩადება; საშუალო ხნის ქალი კი მოსკოვში თავისი ქმრის წაყვანას აპირებდა, რომელიც 2006 წელს დეპორტაციაში მოყვა, თბილისში კი დღემდე ვერ იშოვა სამსახური.

მოულოდნელობები მშობლიურ ქალაქში თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე მოხდა. პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ ვიზა უკვე 20 დოლარის მაგივრად 40 ღირს. მოკლედ, გასაბრაზებელი არც არაფერია: რუსები, როგორც აღმოჩნდა ვიზებს აეროპორტშივე იღებენ უპრობლემოდ. სხვათა შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში ჩასვლა არც ისე ადვილია: იხდიან ვიზისთვის და ან მიიღებენ, ან არა. რუსეთის ვიზებს იძლევიან მხოლოდ ნათესავების მოწვევის საფუძველზე და ისიც მხოლოდ სამი თვით. საქართველოდან წასვლის მსურველთა რიცხვი კი უამრავი. თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავია.

რამდენიმე წუთში ხვდები ვიზის გაძვირების მიზეზებს. აეროპორტში გამოჩნდნენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც არკვევენ თქვენზთბილისში ვიზიტის მიზანს და საქართველოშო ყოფნისას საქმიანობის სფეროს. ერთ-ერთმა მგზავრმა დაიჩივლა, რომ დიდი მონდომებით დაკითხვას უწყობენ კაცებს, რომლებიც რუსეთში იყვნენ.

ანტირუსულმა პროპაგანდამ და ახალ ომზე გაუთავებელმა ლაპარაკმა ადგილობრივ მოსახლეობას შიში და ეჭვი ჩაუნერგა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100