RSS
на русском en in english
16.10.2018
არხივი სტატიები
სტატიები

მშობლიური და შორეული თბილისი. მენტალობის კრიზისი

20.08.2009  |  10:12

მოკლედ, თბილისის ერთ-ერთი განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მიხედავად "გაქანებული" კრიზისისა, საღამოობით რესტორანებში და ბარებში ადგილს ვერ იპოვი. მოკლედ, ეს უკვე ეროვნული თავისებურებაა. აქ ყველა ცდილობს სხვებს დაანახოს, რომ მდიდარი და წარმატებულია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯიბეგახვრეტილი დადის. ამბობენ, რომ ეს საბჭოთა დროის შთამომავლობაა. იმიტომ, რომ ქართველები მაშინ ყველაზე მდიდარ ხალხად ითვლებოდა: ისინი ჩვეულებრივ წლობით აგროვებდენენ ფულს, შემდეგ კი მიდიოდნენ დედაქალაქში და ერთბაშად ხარჰავდნენ ყველაფერს, რათა სხვებისთვის ხელგაშლილობა დაენახვებინათ.

ავტორის ფოტო

ახლაც ბევრი თბილისელი ყიდულობს მანქანას კრედიტით, მაგრამ შემდეგ კვირაობით უყენია ეზოში იმიტომ, რომ ბენზინის ფული არ აქვს. სხვებს ბოლო მოდელის მობილურები აქვთ, მაგრამ ანგარიშზე არც ერთი თეთრი არ აქვთ, ამიტომაც ეს-ემ-ესებით სარგებლობენ და სხვებს თხოვენ რომ დაურეკონ. აქ ძველებურად თხოვენ მეზობლები ერთმანეთა მარილს, ასანთს, ან სულაც მწვანილს და ხახვს, თუკი საჭმელში დააკლდებათ. ერთი ჩემი ნაცნობი გაოცებული იყო: საიდან აქვს ჩემს მეზობელს მანქანის ფული? მეორე კი იმის გამო წუწუნებდა, რომ მეზობელი ასეთ დროს რემონტს აკეთებდა და ა.შ.

90-ან წლებშიც კიმ როდესაც საქართველო შუქისა და გაზის გარეშე დარჩამ მახსოვს, რომ რვა სართულიანი სახლის სადარბაზოში იდგა შეშის ღუმელი და ყველა მეზობელი იქ რიგ-რიგობით ადუღებდა ჩაის და ერთმანეთს უკანასკნელ მარაგს უზიარებდნენ. ახლა კი დრო ქართველებს ბოროტად გაეხუმრა: დასავლური ღირებულებების გათავისებასთან ერთად, ბევრმა თანაგრძნობის უნარი დაკარგა. ეს ის არის, რაც მე ბევრჯერ მინახავს, როდესაც თბილისში და მთელ საქართველოშიც, საჭიროების შემთხვევაში, შენთან დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოვლენ ახლობლები და უბრალ ნაცნობებიც კი დასახმარებლად. დასავლეთში ასეთი რამ შეუძლებელია. მეშინია, რომ დროთა განმავლობაში თბილისშიც გადაეჩვევიან ამას.

კრიზისია - პოლიტიკური, ფინანსური, ფსიქოლოგიური, მენტალური. შედეგად კი ძველი ღირებულებების დაკარგვის შემდეგ ბევრმა ახლის შეძენაც ვერ მოახერხა. დარჩნენ მომავალსა და წარსულს შორის არაფრით. ამბობენ, რომ კრიზისის დაძლევის შემდეგ ხალხი ძლიერდება. ძლიან მინდა იგივე ვუსურვო თბილისს და თბილისელებს.

 

ირინა პტაშკოვსკაია

1 
2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100