RSS
на русском en in english
15.12.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მშობლიური და შორეული თბილისი. მენტალობის კრიზისი

20.08.2009  |  10:12

3706.jpegროგორც უკვე ვწერდი სტატიაში "მშობლიური და შორეული თბილისი. საგზაო პერიპეტიები", შვიდი თვის შემდეგ მე კვლავ მშობლიურ ქალაქში ჩამოვედი... თბილისი თოთქოსდა ლეთარგიულ ძილში იყო ჩაფლული. არ ვიცი ეს ნათელი მომავლის მოლოდინით იყო გამოწვეული, თუ თვითგადარჩენის გრძნობით. როდესაც გძინავს, ხომ თითქოს არაფერი არ ხდება. დაე პოლიტიკოსებმა გამუდმებით წამოუყენონს კომპრომატები ერთმანეთს, ინფორმაციული ქაღალდები აჭრელდეს განცხადებებით, ექსპერტებმა კი იწინასწარმეტყველონ ომი იქნება თუ რევოლუცია. თბილისს და მისი მაცხოვრებლებს უკვე დიდი ხანია სძინავთ გაურკვევლობის და რაღაცნაირად გამოუვალ სიტუაციაში.

თბილისი ქალაქია, სადაც მე დავიბადე და ამით ყველაფერი ნათქვამია. რაც არ უნდა მოხდეს, ცხოვრებამ როგორც არ უნდა შეცვალოს ის, ის მაინც ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქია. მის ახალ რეალიებში კი ქალაქს კი არა იმას ადანაშაულებს, ვინც ეს ჩაიდინა. პირველი შთაბეჭდილება: მხიარული, სიცოცხლით სავსე, უდარდელი ქართ[ელები თითქოსდა აორთქლდნენ. მხიარული სახეები დაღვრემილმა შეცვალა. ამჩნევ, რომ ნაცნობთან ან მეგობართან შემთხვევითი საუბრის დროსაც კი გეპარება გაღიზიანების გრძნობა, რაც თქვენი საუბრის უხილავი მონაწილე ხდება.

თბილისი თითქოს წარსულში გადასახლდა, მოხვდა 90-ან წლებში. ქალაქის ცენტრში- პლეხანოვზე, საბურთალოზე, საუბარი აღარ არის სამგორზე, ისანზე ან სადგურზე, მეტროს სადგურებთან ყველგან ვაჭრობენ ნაყინით, ხილით, ნივთებით პირდაპირ ტროტუარებზე. მოხერხებული გამყიდველები დღეში 5-10 ლარის გამომუშავებას ახერხებენ, ეს კი მხოლოდ ელემენტარული ცხოვრებისთვის არის საკმარისი. ბინებში შუქი და გაზი ნამდვილად არის, მაგრამ ყველა მხრიდან ერთი კითხვა ისმის: რა ვქნა რომ ოჯახი დავაპურო? მათ, ვისაც სამსახური აქვს სულ იმის შიში აქვთ, რომ მას დაკარგავენ და კრედიტების გადახდას ვეღარ მოახერხებენ. სხვები კი არებობის და ქვეყნიდან წასვლის საშუალებებს ეძებენ.

ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომლის კომპაიაც ათეულში არის შესული, ყვებოდა, რომ ამ ბოლო დროს შეუძლებელია მუშაობა: კრიზისი, ხელისუფლებისგან შევიწროვება... ის სერიოზულად ფიქრობს იმაზე, რომ საერტოდ გაყიდოს ყველაფერი და საზღვარგარეთ წავიდეს. სილამაზის სალონის ერთი ნაცნობი მფლობელი კი ზარალის დათვლასაც ვერ ასწრებს. "ახალი წლის შემდეგ საერთოდ გაუარესდა სიტუაცია. თუკი ქალებმა სილამაზეზეც კი ეკონომიის კეთება დაიწყეს, კარგად ხვდები რასაც ნიშნავს ეს,- წუხს ის.- კლიენტები, რომლებიც სულ ჩვენთან დადიოდნენ, მოდიან, ყიდულობენ თმის საღებავს და სახლში იღებავენ. აი ასეთი ეკონომია გამოსდით. ჩვენ კი ქირის, კომუნალური გადასახადები უნდა ვიხადოთ, თანაც ყოველ დღე სულ ახალ-ახალი კანონები შემოდის. რით ვიცხოვროთ?"

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100