RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მშობლიური და შორეული თბილისი. ტური ქალაქში

20.08.2009  |  10:15

3707.jpegთბილისსი ისეთივე მშვენიერია როგორც მაიაკოვსკის, გუმილიოვის და პასტერნაკის დროს. რა თქმა უნდა, თანამედროვეობას ეს ქალაქი ხელუხლებელი არ დაუტოვებია, მაგრამარ დარღვეულა ჰარმონია, რომელიც დედაქალაქში ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის დროს შეიქმნა.

მას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა მტკვრის ნაპირას, არასოდეს დაავიწყდება მეტეხის ეკლსია, სიონის ტაძარი, სახლების მოჩუქურთმებული აივნები...მოგეჩვენებათ, რომ დრო თბილისზე ვერ გაბატონდა. თუმცა უკვე დიდი ხანია აღარ ყიდიან ლაღიძის სახელგანთქმულ წყლებს რუსთაველის გამზირზე, აჭარულ ხაჭაპურს კი ევროპული დასახელების რესტორანში შემოგთავაზებენ. თანამედროვე თბილისში საოცრად ერწყმის ერთმანეთს ტრადიციები და თანამედროვე ეპოქის წვრილმანები.

რამდენჯერაც არ უნდა თქვას საქართველოს რუსეთზე უარი დასავლეთისკენ ყურებისას, თბილისში გზების მდგომარეობა მაინც გვახსენებს რუსი კლასიკოსის სიტყვებს, რომელმაც ერთ დროს ერთიანი იმპერიის ორი დიდი უბედურება დაასახელა. ეს კი იმ დროს, როდესაც დედაქალაქის გზები არა მხოლოს თბილისელების, არამედ მიხეილ სააკაშვილის საამაყო იბიექტიცაა.

თბილისში ვერც ერთ რუსულენოვან წარწერას ვერ იპოვი, მაგრამ რუსული ენა თბილისელი მძღოლების საუბარს არ შორდება. ტაქსისტმა, რომელსაც გლდანილან ვარკეთილში მივყავდი, გამაოცა თავისი რუსული სიტყვების ცოდნით, როდესაც ერთ-ორჯერ ორმოში ჩაუვარდა ბორბლები.

გზაში ჩემი ტაქსისტი მარწმუნებდა: აკეთებენ მხოლოდ იმ გზებს, რომლებზეც პრეზიდენტი დადის, რომ ჯორჯ ბუშის ქუჩა, რომელიც აეროპორტთან მიდის, ნამდვილად კარგია. რასაც ვერაფრით იტყვი ქალაქის ქუჩებზე. მათ რეგულარულად "აკეთებენ", მაგრამ ნახევარი წლის წინაც კი ორმოები და ნახეთქები ქალაქის ცენტრში ბევრად ნაკლები იყო.

ისნიდან სანაპიროზე ჩასავლელმა, რომელზეც ნახევარი წლის წინ ახალი ასფალტი დააგეს, მართლაც გამაოცა. ახლა იქ კვლავ ბულდოზერები მუშაობენ. აღმოჩნდა, რომ "დავიწყებიათ" იქ მილების შეკეთება და ახლების ჩადება, ასე რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ კვლავ მოუწიათ ასფალტის თავიდან დაგება. მახსოვს, ბავშვობაში კინოებში გადიოდა ფილმი "ფითილი", რომელიც მაშინდელ რეალიებს დასცინოდა.

სწორედ ამ ფილმში, რომელიც მე ასე დამამახსოვრდა ბავშვობის წლებიდან, არის ასეთი სიუჟეტი. მხოლოდ ერთი განსხვავებით: იქ ჯერ გზებს აგებდნენ და შემდეგ თხრიდნენ ორმოებს ხეების დასარგავად.

შადრევნები უკვე სააკაშვილის სხვა ვნება და პირადი სიამაყეა. უნდა ვაღიარო, რომ ისინი მართლაც საუცხოოა. აგვისტოს ცხელ დღეებში პატარა ბიჭები, რომლებიც მშობლებმა არდადეგებზე ქალაქიდან ვერ გაუყვანეს, ბანაობენ შადრევნებში პირდაპირ ქალაქის ცენტრში.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100