RSS
на русском en in english
23.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

დსთ-დან წასვლისას საქართველო კარს არ იჯახუნებს

20.08.2009  |  23:01

3722.jpegდღეს დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტში მინსკში ერთი დროშით ნაკლები დარჩება. საქართველოსთან გამომშვიდობების ცერემონია არ იქნება. შეიძლება ჩაითვალოს, რომ თბილისი მთელი ერთი წლის განმავლობაში შორდებოდა დსთ-ს, თანდათანობით ამტკიცებდა მისგან გამოსვლის სურვილს. თუმცა, წასვლისას, საქართველო კარას არ აჯახუნებს და აპირებს შეინარჩუნოს მომგებიანი ორმხრივი შეთანხმებების უმეტესოა. დე იურე ის მიდის, დე ფაქტო - რჩება.

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველო ტოვებს დსთ-ს. როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან. დასრულებულია ყველა იუდირიდიული პროცედურა ქვეყნის თანამეგობრობიდან გამოსვლის თაობაზე. მიხეილ სააკაშვილმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა 2008 წლის 12 აგვისტოს, აგვისტოს ომის წაგების შემდეგ.

მაშინ, გასულ აგვისტოს, რუსეთი განზე არ გადგა სამხრეთ ოსეთის მოვლენებისგან, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა ოფიციალური თბილისის დახმარებისას. რუსეთის ჯარი ოსების დასახმარებლად ჩავიდა. აგრესორმა უკან დაიხია და რუსეთის ჯარს საშუალება მისცა საქართველოს შუაგულში რამდენიმე კილომეტრით შესულიყო. იმედგაცრუებულმა პრეზიდენტმა ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა და მასთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა გადაწყვიტა. იმავე მიზნით მან განაცხადა ქვეყნის დსთ-დან გამოსვლის შესახებ.

ორი დღის შემდეგ, 14 აგვისტოს, პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ამის შესახებ დსთ-ს შეატყობინა.

საქართველოს თანამეგობრობაში დაბრუნებას მარტში შეეცადა დსთ-ში საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ ხონელიძე. მისი თქმით, ამ ორგანიზაციის ფარგლებში თბილისს მოსკოვისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმის მოთხოვნაც შეეძლო. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვტილებას ხონელიძე ემოციურ სვლად მიიჩნევს.

თუმცა ოფიციალური თბილისი ამ წლის განმავლობაში თანდათანობით აუარესებდა ისედაც რთულ ურთიერთობებს რუსეთთან, აგრძელებდა პმს უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საინფორმაციო სივრცეში.

საქართველო 12 ქვეყნიდან ბოლო შევიდა დსთ-ში 1994 წელს.

პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტამ რაც რუსმა დესანტმა ბორის ელცინის ბრძანების გამო მისი სიცოცხლე გადაარჩინეს, როდესაც "სეპარატისტების" მიერ აღებულ სოხუმში იყო. ასე შეუერთდა საქართველო დსთ-ს.

საბჭოთა კავშირის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ედუარდ შევარდნაძეს დსთ-ს დახმარებით ავტონომიების პრობლემების გადაწყვეტის იმედი ჰქონდა. "საქართველოს დსთ-ში შესვლაში არაფერი ცუდი არ ყოფილა,- თქვა 81 წლის ედუარდ შევაედნაძემ.- დსთ, როგორც წესი, ყოველთვის საქართველოს პოზიციას იზიარებდა სეპარატისტების თაობაზე. ჩემი აზრით, არ იყო საჭირო ასე სასწრაფოდ გამოსვლის გადაწყვეტილების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ შეგვეძლო თანამეგობრობის გამოყენება საქართველოსთვის პოზიტიურად".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100