RSS
на русском en in english
29.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო - როგორც პაიკი კავკასიაში უცხოების თამაშში

24.08.2009  |  08:58

3737.jpegნაზრანის ტერაქტი ამ უკანასკნელ დროს მომხდარებს შორის ყველაზე დიდი იყო. ტერორისტების მსხვერპლი გახდა 12 ადმიანი, რამდენიმე ათეული დაიჭრა. ამის შემდეგ დაღესტანში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ყაბარდო-ბალკარეთში პოლიციის შენობაში მოხდა ბომბის განეიტრალება. დასავლური პრესა წერს, რომ კავკასიელი სეპარატისტები ომისთვის რუსეთმა განაწყო, როდესაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

ჯერ კიდევ 2004 წელს გამოვიდა მოხსენება რომელშიც ნათქვამია: 2015 წლისთვის რუსეთი 6-8 სახელმწიფოდ დაიშლება. ახალი ქვეყნები გახდება არასტაბილური ზონა და მათზე გავლენას გაავრცელებენ ამერიკა, ევროკავშირი, ჩინეთი და იაპონია. წამყვანმა ამერიკულმა ცენტრმა იწინასწარმეტყველა: დაშლის მიზეზი გახდება ეკონომიკური კრიზისი და ნავთობის ფასების ვარდნა. დაახლოებით იგივე სცენარი გათამაშდა საბჭოთა კავშირის შემთხვევაშიც.

ეკონომიკურ სიძნელეებს პოლიტიკურიც დაემატა. დასავლეთსი ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე ალაპარაკდნენ იმის შესახებ, რომ რადგანაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი აღიარა, მას შეეძლო დამოუკიდებლობის მიცემა საკუთარი ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკებისთვისაც, მით უმეტეს, რომ ჩეჩნეთი გამალებით იბრძვის ამისთვის უკვე 10 წელია. თუმცა კოსოვოს აღიარებისას, არავის მოუთხოვია ამერიკისგან ტეხასის გადაცემა მექსიკისთვის, ბრიტანეთისგან ირლანდიისთვის ოლსტერის დაბრუნება. მორიგი ანტორუსული კამპანია გვიჩვენებს, რომ დასავლეთისთვის ცივი ომი საბჭოთა კავშირის დაშლით არ დასრულებულა. ის კვლავ გრძელდება. განა საეჭვო არ არის, რომ დიპლომაიური ჩიხი, რომელშიც რუსეთი აღმოჩნდა ახალი რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, დაემთხვა ნავთობის ფასების ვარდნას.

ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ აგვისტოს ომში ამერიკამ გაიმარჯვა. სწორედ ამერიკიდან დაატყდა თავს მთელ მსოფიოს გადაუხდელი კრედიტების, ბანკების გაკოტრების, რეალური სექტორის გაღარიბების ზვავი. მაგრამ მაშინ ჩნდება კანონზომიერი კითხვა: ეს წინასწარ დაგეგმილი და სინქრონიზებული ხომ არ იყო? დაახლოებით ისე, როგორც რუსეთის გარშემო გამართული ნარინჯისფერი რევოლუციები.

საქართველო დიდი ხანია წინასწარმეტყველებს რუსეთის დაშლას. რესპუბლკების აღიარებამდე ცოტა ხნით ადრე მედვედევმა და პუტინმა მიიღეს ქართველი პატრიარქის წერილი. მასში ილია მეორემ გააფრთხულა რუსეთის ხელისუფლება ცოდვიანი ნაბიჯის გადადგმის საშიშროებაზე. "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფა თავად რუსეთისთვის არის საშიში - ეს იმპულსს მისცემს თქვენს ქვეყანაში სეპარატიზმს და მომავალში თქვენ ბევრად მეტი პრობლემები გექნებათ, ვიდრე ახლა გიქმნით საქართველო",- იმუქრებოდა ილია მეორე.

თითქმის იგივენაირად გამოთქვამენ აზრს ქართველი პოლიტიკოსებიც. გია ცაგარეიშვილის თქმით, რესპუბლიკების აღიარებას რუსეთისთვის უმძიმესი პერიოდი მოყვება და მისი დაშლა გარდაუვალია.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100