RSS
на русском en in english
21.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართული შეთქმულების თეორია: მითი თუ რეალობა?

21.08.2009  |  09:00

ახლახან მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში გაჩნდა სიახლე იმის შესახებ, რომ საქართველოში ვაზიანის პოლიგონზე სრულისვლით მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დივერსიული ოპერაციებისთვის მზადება. ზოგიერთი საინფორმაციო წყარო აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურები აპირებენ რუსეთის იმ სამხედრო კონტიგენტის დისკრედიტაციას, რომელიც ახალგაზრდა რესპუბლიკებში დგას. თუმცა ამის თაობაზე მოსკოვის, ცხინვალის, სოხუმის და თბილისის ოფიციალური რეაქციები ცნობილი არ არის. შეიძლება არც არასდროს გახდეს ცნობილი.

პირველად ეს სენსაციური სიახლე გამოჩნდა ინტერნეტში, არ იყო მითითებული ავტორის ვინაობა. თურმე ვაზიანის ბაზაზე შეიტანეს სამხედრო ფორმის კომლექტები რუსეთის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ჯარის მთელი გაფორმებებით. თანაც სპეცრაზმელები არა მხოლოდ სპეციალურ მომზადებას გადიან, არამედ სწავლობენ სუფთა რუსულიტ ლაპარაკს. უფრო მეტიც, ზოგიერთი მონაცემებით, მომავალ ქართველ დივერსანტებთან მუშაობენ მასწავლებელ-ფილოლოგები და ამერიკელი ინსტრუქტორები, რომლებიც საქართველოში არც ისე დიდი ხნის წინ ჩამოვიდნენ.

ინფორმაცია კავკასიაში შესაძლო ანტირუსულ პროვოკაციებზე დაადასტურეს აფხაზეთის სამხედრო უწყებაში. "არის ყველანაირი საფუძველი იმის დასკვნისთვის, რომ ქართული მხარე გეგმავს რესპუბლიკების ტერიტორიებზე რუსების ფორმებში გადაცმული ხალხის გაგზავნას დივერსიის მიზნით". არც ის არის გამორიცხული, რომ რუსულ ფორმაში გადაცმულმა ქართველებმა საქართველოს ტერიტორიაზეც "გაივარჯიშონ",რათა შემდეგ რუსების მიერ საქართველოს ძარცვის ვიდეო და ფოტო მასალები დასავლეთს გადაეცეს.

კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია ამ ბოლო დროს ცხელი თემაა. შესაძლო დივერსიებზე ინფორმაციის გარეშეც საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა საქართველოს საზღვრებზე. ამასთან ზოგიერთი ექსპერტი საკმაოდ კატეგორიულად აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მზადდება ფართომასშტაბიანი ტერიტორიული ომი, რომლის იდეოლოგებიც სულაც არ იმყოფებიან რეგიონში.

"საქართველო რუსეთს სამაგიეროს ვერ გადაუხდის ჯარის ამოწყვეტის გამო, რადგანაც დივერსიისთვის საჭირო ზალების შენახვის სახსრები არ გააჩნია",- აცხადებდა საერთაშორისო ურთიერთობებიდა და მსოფიო ეკონომიკის ინსტიტუტის ექსპერტი ვიქტორ ნადეინ-რაევსკი.

საინტერესოა, რომ ინფორმაცია დივერსიების შესახებ მას შემდეგ გარცელდა რაც გახმაურდა შავ ზღვაში საქართველოს მიერ ტანკერის დაკავებისა და მისი ჩამორთმების ფაქტი. ამ გემს სოხუმში საწვავი მიჰქონდა. როგორც ცნობილია, აფხაზეთს საკმაოდ მკაცრი რეაქცია ჰქონდა საქართველოს სანაპირო დაცვის ქმედებაზე და სააკაშვილი რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100