RSS
на русском en in english
22.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სომალის სინდრომი შავ ზღვაზე

25.08.2009  |  10:04

3750.jpegშავი ზღვის აკვატორია ნელ-ნელა აფხაზეთსა და საქართველოს შორის საქმის გარჩევების ზონა ხდება. აფხაზეთისკენ მიმავალი ტანკერის დაკავების შემდეგ საქართველომ ამჯერად შეაჩერა კამბოჯის დროშის ქვეშ მცურავი გემი. "აფროსტარს" სოხუმში მეტალი ჰქონდა. ეწევა თუ არა აღმოსავლეთ აზიის გემს იგივე ბედი, რაც თურქულს? კავკასიას ახალი დაპისირპირება ხომ არ ელის?

ჯერ კიდევ არ მოუსწრია თურქული ტანკერის ამბავს "გაციება", საერთაშორისო სტრუქტურებმა რაგირების მოხდენაც კი ვერ მოასწრეს, როდესაც თბილისმა გადაწყვიტა რისკის გაწევა.

20 აგვისტოს სანაპირო დაცვამ დააკავა კამბოჯის დროშით მოცურავე ტვირთმზიდი "აფროსტარი" აფხაზეთის აკვატორიაში ყოფნის გამო. როგორც ქართული მასმედია იუწყება, საქართველოს სანაპირო დაცვამ გემი გადაიყვანა ფოთის სასაზღვრო დაცვის ბაზაზე. ქართულმა ხელისუფლებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე "ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევლის დარღვევის ფაქტის" გამო. თურმე გემმა დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც პარლამენტმა გასული წლის ოქტომბერში მიიღო.

ეს კანონი ზღუდავს მსხვილ სამეწარმეო საქმიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ხელისუფლების ნებართვის გარეშე და უცხოელი მოქალაქეების მოძრაობის რეგლამენტირებას ახდენს. ამ კანონის სანქციებში ხვდება ყველა კომპანია, რომელსაც აქვს ან აპირებს იქონიოს ბიზნესი ახალგაზრდა რესპუბლიკებში, ასევე აფხაზეთში დასვენებული ტურისტები.

თუმცა აფხაზეთში მყოფ ტურისტებამდე ბათუმსაც კი ბევრი დარჩა. ასე რომ ქართულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ნადირობა დაეწყო გემებზე. დაკავებული გემის ეკიპაჟში შვიდი ადამიანია, ყველა მათგანი სირიის მოქალაქია.

საქართველოს საკმაოდ კატეგორიული იყო. "გემის დაკავება მოხდა აფხაზეთის აკვატორიაში. მან დაარღვია ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების კანონი",- განაცხადა პირველი რანგის კაპიტანმა, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ბესიკ შენგელიამ.

არავინ იცის როგორ გამოეხმაურება ამ ამბავს მსოფლიო. ოფიციალური ანკარა თავისი ტანკერის თაობაზე ჯერჯერობით სდუმს. მისი დაკავების დროს არც თურქულ და არც აზერბაიჯანულ მხარეებს არ მოუხდენიათ რეაგირება, მხოლოდ აზერბაიჯანელებმა დააადასტურეს ოთხი თანამოქალაქის დაკავების ფაქტი. ასეთივე სიჩუმეს გამოიჩენენ სირია და კამბოჯა "აფროსტარის" შემთხვევაში?

ჯერჯერობით ამ ფაქტზე გამოკვეთილად მხოლოდ აფხაზეთმა ისაუბრა. სერგეი ბაღაფშმა გაეროსა და ევროკავშირს საქართველოს "მეკობრეობის" აღკვეთა სთხოვა. თანაც პირველად ახლახან აღიარებული ქვეყნის პრეზიდენტისგან პირველად გაისმა გაფრთხილების ნოტები. "ჩვენ ასევე ვითხოვთ ქართველების მიერ დაკავებული თურქული გემის დაბრუნების ხელშეწყობას,- წერს ბაღაფში თავის მიმართვაში,- წინააღმდეგ შემთხვევაში აფხაზური მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს პროპორციული ზომები აფხაზეთში მიმავალი ტვირთის დასაცავად შესაძლო მოვლენებზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100