RSS
на русском en in english
17.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აღიარების წლისთავი: პირველი დასკვნები

26.08.2009  |  10:38

3760.jpegრუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების წლისთავისთვის პოლიტიკოსები მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან აძლევენ შეფასებებს ამ მოვლენას. მათი აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. ახალგაზრდა რესპუბლიკები ვითარდებიან, სამხრეთ კავკასიაში კი შედარებით სიმშვიდეა. ახლა კი იმის იმედიც ჩნდება, რომ თბილისი დროთა განმავლობაში უარს იტყვის აგრესიულ რიტორიკაზე თავისი მეზობლების მისამართით და მათთან დიალოგის აწყობას დაიწყებს.

2008 წლის 26 აგვისტო აფხაზებისა და ოსებისთვის, უდავოდ, საბედისწერო დღეა. გასულმა წელმა აჩვენა, რომ, მიუხედავად საუბრებმა კავკასიაში გავლენის სფეროზე, რუსეთის მთავარი დამსახურება არის რეგიონში სიტუაციის ნორმალიზება და მორიგი სისხლისღვრის შეჩერება. ამის შემდგომი ნაბიჯები კი არის კარგად აწონ-დაწონილი პოლიტიკის რეზულტატი.

სმოლენსკის მოედანზე წლისთავამდე სულ ცოტა ხნით ადრე აღნიშნავენ, რომ გასულ წელს უდიდესი საქმე გატარდა რუსეთსა და ორ ახალგაზრდა რესპუბლიკას შორის სრულფასოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. "ამ მომენტისათვის, ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილია 12 შეთანხმება სხვადასხვა სფეროში,- საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ მიმართვაში.- სამხრეთ ოსეთთან 36, აფხაზეთთან კი - 43 ორმხირვი დოკუმენტი შეთანხმების სტადიაზე იმყოფება".

ახლა საუბარია სამხედრო სფეროში განვითარებასა და გაძლიერებაზე, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარება, სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებაზე, ნორმალური სოციუალურ უზრუნველყოფის დაწყობაზე. "ჩვენ კვლავ გავუწევთ სოციალურ ეკონომიკურ დამხრებას აფხაზებსა და ოსებს, განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს, ასევე მათ პოზიციებს დავიცავთ და გავიზიარებთ საერთაშორისო არენაზე",- აღნიშნეს რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში.

ვფიქრობ, რუსეთის მიერ გაწეული დახმარების ყველაზე კარგ შემფასებლად თავად ახალგაზრდა რესპუბლიკების მოსახლეობა შეიძლება ჩაითვალოს. მათი ლიდერები - სერგეი ბაღაფში და ედუარდ კოკოითი მოსკოვს და პირადად დიმიტრი მედვედევს მადლობას უხდიან. "ეს არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული მომენტი,- აცხადებდა აფხაზეთის პრეზიდენტი.- აფხაზური სახელმწიფოებრიობის აღიარება არის ის, რისკენაც ამდენი წელი ილტვოდა აფხაზი ხალხი. ჩვენ უსაზღვროდ მადლობელი ვარ რუსეთისა იმისთვის, რაც მან ჩვენ გაგვიკეთა და კიდევ გაგვიკეთებს".

ედუარდ კოკოითის აზრით, კი სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღიარება არ არის მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ფაქტი: ამან იმის გარანტიებიც შექმნა, რომ ახაი აგრესიის შემთხვევაში რესპუბლიკა დაცული იქნება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100