RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

“გარეული ბატები” უკრაინელი ნათლიისგან

26.08.2009  |  10:40

3761.jpegგასული წლის ხუთდღიანი ომის გამოძახილებს მოულოდნელად განსაცვიფრებელი სკანდალი შეემატა,რომელშიც ამჯერად, კონფლიქტის უშუალო მონაწილეების გარდა, ჩათრეული აღმოჩნდა უკრაინა. ამ აფეთქების დეტონატორი გახდა რუსეთის პროკურატურის საგამოძიები კომიტეტის განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინელმა სამხედრო მსახურებმა, ასევე უნა-უნცოს მებრძოლებმა მონაწილეობა მიიღეს გასული წლის აგვისტოში ქართულ-რუსულ კონფლიქტში.

"რუსეთის ფედერაციის მიერ ოსების გენოციდის და მოქალაქეების მასობრივი მკვლელობების ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას მივიღეთ და დავასაბუთეთ უტყუარი ცნობები იმი შესახებ, რომ ქართველი ჯარისკაცების მხარეს უკრაინელებიც იბრძოდნენ",- განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მაკრინმა.

ბრალდება ძალინ სერიოზულია. პროპაგანდისტული ეფექტის გამო ამაზე არავინ წვაიდოდა. მით უმეტეს, ისეთი სერიოზულია იურიდიული ინსტიტუტი როგორიც პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტია. თუკი მისი ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ რუსულ მხარეს აქვს ოსების გენოციდში უკრაინელების მიერ შეტანილი წვლილის უტყუარი საბუთები, ჰააგის ტრიბუნალამდე ბევრი აღარ არის დარჩენილი.

რა თქმა უნდა, უკრაინულმა ხელისუფლებამ მაშინვე მოახდინა ბრალდებაზე რეაგირება. "ეს პროპაგანდაა. ჩვენი სამხედრო ნაწილები იქ არ ყოფილა",- განაცხადა ბი-ბი-სისთან ინტერვიუში უკრაინული გენშტაბის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი კუზმინმა. მისი თქმით, საქართველოში წვრთნებზე იმყოფებოდნენ უკრაინელი სამხედროები, თუმცა ომის დაწყებისას ისინი უკან გაიწვიეს.

საკმაოდ უცნაური უარყოფაა. შეგახსენებთ, ნატო-საქართველოს წვრთნები, რომლებსაც ეწოდა "დაუყოვნებელი პასუხი 2008", ჩატარდა ვაზიანის ბაზაზე 15-დან 31 ივლისამდე. მაშინ განაცხადეს, რომ მანევრების მიზანი იყო "ამერიკისა და საქართველოს ჯარის ოპერატიული ერთობლიობის გაძლიერება პოტენციური საბრძოლო სიტუაციების შემთხვევაში". ერთ კვირაში საქართველოს სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს.

რატომ არ დაბრუნდენ უკრაინელი სამხედროები წვრთნების დასრულების შემდეგ სამშობლოში? რატომ დარჩნენ კიდევ ერთი კვირით ისინი საქართველოში? ვლადიმერ მარკინის თქმით, არსებობს დოკუმენტური საბუთი იმისა, რომ უკრაინული ჯარის ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ საზენიტო სარადარო კომპლექსების მუშაობას. სხვათა შორის, ეს შეიარაღება საქართველოს სწორედ უკრაინამ მიაწოდა.

"გამოძიების დროს მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, მითითებული საზენიტო-სარაკეტო დანადგარებული რეგლამინტირებულ ტექნიკურ მომსახურეობას გადიოდნენ თავდაცვით ქარხნებში 2008 წლის მაისში, ანუ სამხრეთ ოსეთში სამხედრო ქმედებების დაწყებამდე ორი თვით ადრე",- განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანამდე დიმიტრი მედვედევმა ღია წერილით მიმართა იუშჩენკოს და განუცხადამ, რომ უკრაინამ საქართველოს მიაწოდა იარაღი, რომლითაც "ცხინვალში დახოცეს მშვიდობიანი მაცხოვრებლები და რუსი სამშვიდობოები".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100