RSS
на русском en in english
26.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცხინვალი და სოხუმი: დამოუკიდებლობა ერთი წლის შემდეგ

27.08.2009  |  11:07

3774.jpegგუშინ სოხუმსა და ცხინვალში დასვენების დღე იყო. ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის ხალხი აღნიშანვდნენ მათთვის ისტორიულ მოვლენას - ზუსტად ერთი წლის წინ დიმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას.

გასული წლის 26 აგვისტოს მოხდა მოვლენა, რომელსაც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დიდხანს ელოდნენ. ხალხის ლტოლვა დამოუკიდებლობისა და თვისუფლებისკენ, როგორც იქნა, საერთაშორისო დონეზე აღიარეს.

ერთი წლის შემდეგ მედვედევმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი, რომ შექმნილ პირობებში, ოსებისა და აფხაზების დასაცავად სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო. "მე არ გადაწყვეტილებას არ ვნანობ,- აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.- ის იყო ლეგიტიმური საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისითაც, ასევე ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი. ამიტომაც ჩვენ მასზე უარს არ ვიტყვით და ავასრულებთ ბოლომდე".

გასულმა წელმა აჩვენა, რომ ეს მართლაც ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. გასულწელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობები კრიზისის პიკს გასცდა. როგორც აღმოჩნდა, ამ ქვეყნების მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოვლენების ვარიანტი ორი იყო - მიხეილ სააკაშვილისთვის ძველი დაპირისპირების ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტის საშუალების მიცემა, ან მცირეცხოვანი ხალხის გადარჩენა. რუსეთმა მეორე ვარიანტი აირჩია და ახლაგაზრდა რესპუბლიკები იღლებიან მადლობის გადახდით.

"ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარებამ სამხრეთ ოსებს მშვიდობიანი მომავლის ქონის იმედი მისცა,- აცხადებს კოკოითი.- ჩვენ უდიდეს მადლობას ვუხდით რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის". თავის მხრივ სერგეი ბაღაფშმაც ერთი წლის შემდეგ ხაზი გაუსვა, რომ აფხაზებსაც იმედი ჩესახათ. "ჩვენ ყოველთვის რუსეთის მხარეს ვიქნებით და სამხრეთ საზღვრებთან საიმედო თანამშრომლობას გავუწევთ,- თქვა მან.- აფხაზეთი რუსეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებს განავითარებს".

დღესდღეობით მოსკოვს, ცხინვალსა და სოხუმს შორის ხელმოწერილია 12 შეთანხმება სხვადასხვა სფეროში. კიდევ 36 სამხრეთ ოსეთში და 43 აფხაზეთში შეთანხმების პროცესშია. რუსეთი აგრძელებს ახალგაზრდა რესპუბლიკებთან თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებში და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების დღე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს. სოხუმში კონსტიტუციის მოედანზე ჩატარდა ადგილობრივი რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა, აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში და თეატრალურ მოედანზე გაიმართა კონცერტი, ზეიმის კულმინაცია კი იყო 20 წუთიანი ფეიერვერკი.

ცხინვალში კი საზეიმოდ გაუშვეს ძუარიკაუა-ცხინვალის გაზსადენს, რომლის წყალობითაც სამხრეთ ოსეთი პირდაპირი გზით მიიღებს რუსეთისგან გაზს. ასევე რესპუბლიკის დედაქალაქში გაიხსნა ფოტოგამოფენა "ცხინვალი: აგვისტო 2008-2009", საღამოს კი გაიმართა ფეირევერკი და საზეიმო კონცერტი სახელწოდებით "რუსეთს სიყვარულით".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100