RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი - საჩუქარი წლისთავისთვის

27.08.2009  |  11:33

3775.jpegმსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი გაზსადენი ძუარიკაუ-ცხინვალში გაუშვეს გუშინ სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში. გაშვების საზეიმო ღონისძიება გახდა რესპუბუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმის ცენტრალური მოვნება, რაც თავისთავად მეტყველებს სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის გაზის არხის აუცილებლობაზე.

გაზსადენის გახსნის ცერემონიაი მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და "გაზპრომის" ხელმძღვანელის მოადგილემ ალექსანდრ ანანენკოვმა. ახლა რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება სამხრეთ ოსეთის რიგ რაიონებს. "გაზპრომში" თვლიან, რომ ეს მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს, გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს, დადებით ზეგავლენას მოახდენს რეგიონის ეკოლოგიაზე, ასევე რესპუბლიკის დაშორებული პუნქტების გაზიფიცირებას გახდის შესაძლებელს. ცნობილია, რომ სამხრეთ ოსეთმა და რუსულმა კომპანიამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს 20 წლის ვადით.

"გაზსადენს შეიძლება ეწოდოს სიცოცხლის ხზი,- განსაკუთრებულად აღნიშნა სამხრეთ ოსეთის პრემიერი-მინისტრმა ვადიმ ბროვცევმა.- ეს არ არის ეკონომიკუეი პროექტი, ეს არის რუსეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკური გადაწყვეტილება". თავის მხრვ ცერემონიის გახსნისას ანანენკოვმა სიხარულით აღნიშნა: "დღეს ჩვენ ორმაგი დღესასწაული გვაქვს: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის დღე და დღე, როდესაც სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან პირდაპირ შემოვიდა გაზი. ფაქტიურად ერთი წლის განმავლობაში მოხერხდა ურთულესი მაღალმთიანი მონაკვეთის აშენება. ჩვენ ეს სამუშაოები ისეთ პირობებში ჩავატარეთ, როგორიც არცერთ სანავთობო თუ გაზის კომპანიას არ უნახავს". მისი თქმით გაზსადენი დაჯდა 15 მილიარდი რუბლი, თუმცა "გაზპრომი" არ აჩერებს თავის მუშაობას და გააგრძელებს გაზის ქსელის შენებას.

ახალგაზრდა რესპუბლკაში გაზსადენის გაყვანა მართლაც რთული იყო, კავკასიის ქედის მიდამოებში უწევდათ მილის აწევა სამი ათასი მეტრის სიმაღლეზე. გზის თითქმის ნახევარი გადის მთიან ადგილებბში 1 500 მეტრის სიმაღლეზე, სეისმურ ზონებში, ზვავსაშიშ ადგილებში,ასევე ტექტონური რღვევის ადგილებშიც.

მანამდე კომპანიამ განაცხადა, რომ ასეთ სიმაღლეზე იაპონური ტექნიკა ვერ იმუშავებდა. "მხოლოდ ჩვენი ჩელიაბინსკური მანქანები უმკლავდებოდნენ ასეთ სიტუაციებს. მით უმეტეს, რომ ძალიან რთული იყო მუშაობა ხალხისთვის, ვისაც ასეთ სიმაღლეზე ჟანგბადი არ ყოფნიდა".

მშნებელობაში დაკავებული იყო სამი ათასზე მეტი ადამიანი. ახალი გაზსადენი მართლაც ძალიან ძვრიი დაუჯდა სამხრეთ ოსეთს, თუმცა საქმე თანხაში კი არა - ხალხშია. გაზსადენის მშენებლობის განმავლობაში დაიღუპა რვა ადამიანი.

სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა უკვე დააწესა სახელმწიფო ჯილდოები. დააჯილდოვებენ 350 ადამიანს, განსაკუთრებით გამორჩეულებს კი რესპუბლიკის უმაღლეს კილდოს გადასცემენ.

სხვათა შორის, ჯერ კიდევ არ დასრულებულა ბოლომდე სამუშაოები. ჯერ კიდევ 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება გაზმომარაგების სადგურების აღჭურვა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100