RSS
на русском en in english
18.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

აქვს კი საზღვარი საქართველოს პრეტენზიებს?

31.08.2009  |  09:10

3799.jpegსაქართველო განაგრძობს რუსეთზე „ვერბალური იერიშის" მიტანას. მოსკოვის მოქმედებების კრიტიკა ყველა ფრონტზე მიდის: პოლიტიკიდან დაწყებული სპორტით დამთავრებული და ეკონომიკით დაწყებული, ეკოლოგიით დასრულებული. საქართველო მხრიდან მორიგი ენამახვილობა მოჰყვა აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გადასცეს იჯარით ღია სააქციო საზოგადოება „რუსეთის რკინიგზას" აფხაზეთის სარკინიგზო მაგისტრალი, ვინაიდან რესპუბლიკას თავად არ ჰყავს საკუთარი სპეციალისტები და არ აქვს საერთაშორისო კოდი. ამას გარდა საქართველომ დაუსწრებლად „დააჯარიმა" რიგი რუსული ტელეარხები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „არალიცენზირებული" მაუწყებლობისათვის. კიდევ რა პრეტენზიებს წამოაყენებს თბილისი სამომავლოდ?

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს გარეპოლიტიკურ უწყებაში უკვე არის მომზადებული თარგი განცხადებისა, რომ რუსეთის ქმედებები „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, აკნინებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საქართველოს სუვერენიტეტს, „ტერიტორიული მთლიანობისა" და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპებს". უბრალოდ დასაწყისში და ბოლოში საჭირო სიტყვებს სვამენ, ეს იქნება გაზსადენის ძუარიკაუ-ცხინვალის მშენებლობა სამხრეთ ოსეთში თუ „როსნეფტის" მოღვაწეობა აფხაზეთში. ვერბალური იერიშებისათვის საბაბს საქართველო თითქმის ყოველდღე პოულობს.

ერთ-ერთი უკანასკნელი გახლავთ - აფხაზეთის პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის სიტყვები, იმის შესახებ, რომ რესპუბლიკამ შესაძლოა მიიღოს კრედიტი რუსული კომპანია „რუსეთის რკინიგზისაგან" რათა ამ თანხით აღდგენილი იქნეს სარკინიგზო ქსელი, რომელიც ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიან წლებში დაზარალდა. საკუთარი გადაწყვეტილება აფხაზმა ლიდერმა იმით ახსნა, რომ სოხუმს საჭირო დარგის სპეციალისტები უბრალოდ არ ჰყავს, ასევე არ აქვს საერთაშორისო კოდი საქონლის ექსპორტირებისათვის. ბუნებრივია ამ დროს არავის არ უსაუბრია თავად რკინიგზის გაყიდვაზე, არამედ 3-4 წლით იჯარით გადაცემაზე, როგორც წერდა „ვრემია ნოვოსტეი".

თუმცა თბილისში ეს ქმედებები შეაფასეს, როგორც „ სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოების მორიგი ეტაპი და საქართველოს წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის მზადება", გადმოგვცემს რია ნოვოსტი. თუმცა გაუგებარი რჩება, თუ როგორ არის ჰუმანიტარული პროექტი დაკავშირებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ზრდასთან და მითუმეტეს „აგრესიასთან". ამ დროს ქართული მხარე რაღათქმაუნდა ეყრდნობა იმ ავადსახსენებელ კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" რომელიც ერთმნიშვნელოვნად უკრძალავს ყველა სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკონომიკური მოღვაწეობის განხორციელებას აფხაზეთში. და აი სწორედ აქ საქართველოს „მართებული განრისხება" რათქმაუნდა მოსკოვისკენაა მიმართული, რომელიც სხვათაშორის საერთაშორისო სამართლის ნორმების გათვალისწინებით, აფსოლუტურად კანონიერ საფუძვლებზე ახორციელებს ამ ყველა ქმედებას სოხუმთან და ცხინვალთან. რაც რუსეთის მიერ მათი სუვერნიტეტის ცნობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100