RSS
на русском en in english
30.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქართულმა კრიმინალიტეტმა დასავლეთამდეც ჩააღწია

31.08.2009  |  14:42

3801.jpeg„ქართული ექსპორტის" მთავრმა მუხლმა რუსეთიდან, როგორც ამას თავად საქართველოს ლიდერი ამობობდა, როგორც ჩანს ევროპაში გადაინაცვლა. ესპანეთში ქართველების ბანდა იქნა დაკავებული, რომელიც ბინებისა და სავაჭრო წერტილების გაძარცვით იყო დაკავებული. იმ ფონზე როდესაც მიხეილ სააკაშვილს სავიზო რეჟიმის გამარტივებას დაჰპირდნენ „აღმოსავლურ პარტნიორობაში" შესვლასთან დაკავშირებით, ბანდიტებთან დაკავშირებული ხმამაღალი საქმე ამ პერსპექტივას საკმაოდ ბუნდოვანს ხდის.

ქართველი ბოროტმოქმედების დაკავების ოპერაცია, რომლებიც თავდასხმებს აწყობდნენ საცხოვრებელ და სავაჭრო პუნქტებზე, ორ ეტაპად ჩატარდა, გადმოსცემს „რუსული ესპანეთი". რვა დაპატიმრება 21 აგვისტოს მოხდა, უკანასკნელი ექვსი 26 რიცხვში განხორციელდა. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას აღმოჩედნილი იქნა საკმაოდ დიდი თანხის ღირებულების მოპარული ნივთები და ძვირფასეულობა, ჯერჯერობით ციფრი ზუსტდება.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, დაჯგუფების დამუშავება სამნახევარი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით ქართული ბანდის ანგარიშზე 55 ძარცვაა. საცხოვრებელ ბინებში შეღწევის გარდა დანაშაულებრივი დაჯგუფება ავტომანქანების გატაცებითა და ევროპულ ქვეყნებში ყალბი პასპორთებით ვაჭრობით იყო დაკავებული.

კრიმინალის ექსპორტი - საქართველოსთვის სულაც არ არის სიახლე. ჯერ კიდევ გაზაფხულზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიამაყით განაცხადა, რომ რესპუბლიკის მთავარი ექსპორტი რუსეთში ღვინო კი არ არის, არამედ კანონიერი ქურდები და სხვა კრიმინალური ელემენტები. „ჩვენთან ისეთივე მკაცრი კანონები მოქმედებს, როგორც ამერიკაში",- აღნიშნა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.

სააკაშვილი შეცდა. ივლისში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც ქურდავდა სატრანზიტო შემადგენლობებს აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთსა და სომხეთში, ბათუმში დაკავეს. როგორც ადრე უკვე წერდა GeorgiaTimes-ი ბანდიტები ხსნიდნენ ლუქს და ავტომანქანაში ტვირთავდნენ აპარატურას, სამშენებლო მასალებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას დალუქული ვაგონებიდან. დაკავებისას პოლიციამ ეჭვმიტანილებისაგან მილიონი დოლარის საქონელი ამოიღო.

კვალი ქართულმა კრიმინალმა სომხეთში დატოვა. ერევანში დამნაშავეთა ჯგუფმა საქართველოდან ვთბ-სომხეთის ბანკის ერთერთი ფილიალი დააყაჩაღა, მაგრამ ოპერატიული ქმედებების შედეგად, ჯგუფი დაკავებული და ნეიტრალიზებული იქნა, საქართველო-სომხეთის საზღვრის გადაკვეთისას.

ახლა კი, ათეულზე მეტი მიხეილ სააკაშვილის თანამემამულე ესპანეთის ციხის საკნებში ზის. თუ როგორ მოხვდნენ ისინი მადრიდში ეს გამოძიებას ჯერ კიდევ გასარკვევი აქვს. როგორც ჩანს, სამომავლოდ დასავლური საკონსულოები კიდევ უფრო სკურპულოზულად შეისწავლიან საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე მათ ვიზას გადასცემდნენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100