RSS
на русском en in english
23.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ეკონომიკა: რეიტინგი - სტაბილური, მდგომარეობა - მერყევი

01.09.2009  |  09:52

3811.jpegდღეს საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი პორველად გამოვიდა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი მინისტრის მოსვლით ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლა განახლდება. ექსპერტებს ამაში ეჭვი ეპარებათ. მოკლედ, საერთაშორისო სტრუქტურების შეფასებებს, ექსპერტების გამოსვლებს და მასმედიაში გავრცელებულ სტატიებს თუ გავითვალისწინებთ, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე ნათელი სურათის დახატვა შეუძლებელია.

ამ ბოლო ხანებში გამოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციების რამდენიმე მოხსენება ქართული ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ. ამერიკული მასმედიის მონაცემები თანახმად, საქართველო იკავებს 33-ე ადგილს არასტაბილური ქვეყნების სიაში. აზიური განვითარების ბანკის თანახმად, ქართული ეკონომიკის დამოკიდებულება საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებზე განუწყვეტლივ იზრდება. ქვეყანაში მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში უმუშევრობის ყველაზე მაღალი პროცენტია დაფიქსირებული. ამასთანავე, დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ Fitch Ratings გააუმჯობესა საქართველოს შესახებ პროგნოზი. რეიტინგში საქართველოსთან დაკავშირებული გამოთქმა "ნეგატიური" შეიცვალა გამოთქმით "სტაბილური".

"საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა ეკონომიკას აძლიერებს და საქართველოს კრედიტუნარიანობა ნელ-ნელა იზრდება. თანაც პოლიტიკური არასტაბილურობის რისკმაც დაიწია ოპოზიციის მასობრივი დემონსტრაციების შეწყვეტის შემდეგ",- გაუკეთა სააგენტოს გადაწყვეტილებას კომენტარი მისმა თანამშრომელმა ედუარდ პარკერმა.

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა ამის თაობაზე განაცხადა: "საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ერთი საფეხირით ძლიან მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე ადგილობრივი ბიზნესმენებისთვისაც". მისი თქმით, ამის შედეგად ბიზნესმენებც მიეცემათ იმის საშუალება, რომ მიიღონ იაფო კრედიტები და მოიზიდონ უცხოური ინესტიციები. "ჩვენი ინფრომაციით, არც ერთ სხვა ქვეყანას არ აუმაღლეს საკრედიტო რეიტინგი",- აღნიშნა პრემიერმა. ახლახან მან გამოთქვა იმედი, რომ ეკონომიკის ახალი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი შეძლებს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

თავად ეკონომიკის მინისტრმა თავის პირველ განცხადებაში აღნიშნა, რომ იმუშავებს თავის გუნდთან ერთად. გადადგომის შესახებ მისი 5 მოადგილიდან 4-მა უკვე შეიტანა განცხადება. რამდენად უწყობს ხელს საკადრო არეულობა ეკონომიკის სტაბილიზაციას? მოკლედ, თუკი ხელისუფლება საუბრობს კრიზისიდან გამოსვლის დასაწყისზე, ქვეყნის მაცხოვრებლებმა და ბიზნესმენებმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრეს ამის შეგრძნება. ძირითადად საუბრობენ წარმოების ვარდნაზე და მოსახლეობის მსყიდველთუნარიანობის დაქვეითებაზე.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100