RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ახალგაზრდა მებრძოლის კურსი ქართველი სამშვიდობოებისთვის

02.09.2009  |  11:48

3825.jpeg1 სექტემბერს ამერიკელი ინსტრუქტორები იწყებენ 750 ქართველი ჯარისკაცის გაწვრთნას ავღანეთში სამხედრო ოპერაციებისთვის მომზადების ფარგლებში. შეძლებენ თუ არა თბილისელი სამშვიდობოები ამერიკის დახმარებას ტერორიზმთან ბრძოლაში - ცნობილი გახდება ნოემბერში. თუმცა, მიხეილ სააკაშვილს სურვილს - ასიამოვნოს თავის მთავარ პარტნიორებს - ახლა არა მხოლოდ პოლიტოლოგები, არამედ პოლიტიკოსებიც აკრიტიკებენ.

ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნის ცნობა საქართველოში არაერთგვაროვნად მიიღეს. ერთის მხრივ, სწავლებით დაკავებული იქნებიან ცნობილი ამერიკელი ქვეითები, მეორეს მხრივ კი გაუგებარია, რით შეძლებს სააკაშვილის არმიის ბატალიონი აზიაში ჩაფლული ამერიკის დახმარებას. საქართველოში ბევრი სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქარტუი ქვედანაყოფების გაწვრთანა ნახევარ წელიწადში თითქმის შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის ჯარი ამზადებს თავის ჯარისკაცებს სრულიად უმნიშვნელო ოპერაციისთვისაც კი წლობით ამზადებს.

მიუხედავად ამისა, ქართული კარების ავღანეთში სამხედრო მუშაობას, პარლამენტის განკარგულების თანახმად, მწვანე შუქი აენთო. ამერიკის საელჩო საქართველოში გამოვიდა ოფიციალური განცხადებით, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ სწავლების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ უნარების გამომუშავებას, რომლებიც აუცილებელი იქნება ქართველებისთვის სხვა სამხედრო პარტნიორებთან კონტრტერორისტულ გარემოში სამუშაოდ. განცხადებაში ასევე ისიც იყო აღნიშნული, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის "შეუფასებელი წვლილი, რომელიც მან შეიტანა ავღანეთში სტაბლურობის დამყარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში".

თბილისში უკვე შემოვიდა საზღვაო ქვეითი ჯარი. ცნობილია, რომ ისინი დაკავდებიან 31-ე ბატალიონის მესამე შეიარაღებული ძალების ბრიგადის გაწვრთნით, რომელიც ქუთაისშია დისლოცირებული. სწორედ ამ ბატალიონის ჯარისკაცები გაემგზარებიან როტის შემადგენლობაში ნოემბერაში ავღანეთში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იმაზე საუბრობენ, რომ ბატალიონი გაგზავნილი იქნება ყოველგვარი ნაციონალური შეზღუდვების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი არ შეზღუდავს არანაირად მათი გადაადგილების განრიგს და მათი მისიის შენახვას ავღანეთში.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოში ამერიკელი ინსტრუქტორების დაბრუნებას საკმაოდ დაძაბულად შეხვდნენ. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ხაზი გაუსვა: ახალგაზრდა რესპუბლიკაში არ სჯერათ, რომ ეს წვრთნები მხოლოდ ავღანეთში გასაგზავნად არის საჭირო. "ჩვენთვის ადრეც განუცხადებიათ, რომ ქართულ კარს არ ამზადებდბენ თავდასხმის ოპერაციისთვის, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რაც მოხდა სინამდვილეში გასული წლის აგვისტოს,- თქვა დიპლომატმა.- ამიტომაც ჩვენთვის რთულია მსგავსი განცხადებების დაჯერება".

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100