RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

სააკაშვილი - ეკონომიკური სასწაულის შესახებ, ჟურნალისტები კი - ფეხსაცმლის

02.09.2009  |  17:29

3829.jpegპარადოქსები და მოულოდნელობები ამ ბოლო დროს საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი გახდა. გამონაკლისი არც დაწყებული კვირა გახდა. პრეზიდენტმა დადო ინვესტიციური ბუმისა და ტურისტების არნახული ნაკადის პირობა. უნდა ვივარაუდოთ, რომ საკადრო წმენდა ეკონომიკის სამინისტროში სიანვესტიციო კლიმატს წაადგა. ხოლო საქართველოს ინვესტიციური პოზიციის გასულ წელთან შედარებით 1,5-ჯერ გაუარესების ფაქტი არავის გაახსენდება. თუმცა დღეს ქართული და რუსული მასმედიის წარმომადგენლები დაკავებულები იყვნენ არა საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივებით, არამედ ჩექმის ისტორიით: ის ხან პრეზიდენტს ესროლეს, ან ისევ ჟურნალისტებს აერიათ ყველაფერი.

საქართველოს პრეზიდენტის კვირა დაიწყო რეგიონალური მოგზაურობით. მიხეილ სააკაშვილი ჯერ განმუხურში გაემგზავრა. მასმედია, როგორც ყოველთვის, მისი მხურვალე სიტყვების ციტირებას ახდენდა. პატრიოტულ ბანაკში ვიზიტი კი მას უბ რალოდ ავალდებულებდა, რომ პატრიოტული სიტყვით გამოსულიყო.

"გაიხედეთ ჩვენს მხარეს - ის მთლიანად განათებულია და ქართველები აქ თავად წყვეტენ თავიანთ ბედს. ახლა შეხედეთ ოკუპირებულ აფხაზეთს - იქ იგება ბერლინის კედელი. იქ ოკუპანტები ხალხს არაფრის უფლებას არ აძლევენ",- განაცხადა პრეზიდენტმა. სააკაშვილის თქმით, ეს სინათლე და სიბნელე უნდა გახდეს სიმბოლო მათთვის, ვისაც რუსეთი უყვარს. "ყველამ თავისი არჩევანი უნდა გააკეთოს",- თქვა მან.

გვერდი ვერც დაპირებებს აუარა. მან ამჯერად პირობა დადო, რომ განმუხური, სადაც გამუდმებით სროლის ხმა ისმის, ევროპული დონის კურორტი გახდება.

უკვე მეორე დილას პრეზიდენტი ფოთში ჩავიდა, რა თქმა უნდა, იქაც დაპირებებით დახუნძლული სიტყვით გამოვიდა. "როდესაც მე ვამბობდი, რომ 2012 წელს 2 მილიონი ტურისტი გვეყოლებოდა, ტელევიზორში ვიღაც გამოვიდა და თქვა, რომ სააკაშვილის ტყუილმა ყველაფერს გადააჭარბაო. მე კი ვამბობ, რომ 2 მილიონი კი არა, ალბათ 3 მილიონი ტურისტი გვეყოლება 2012 წელს",- განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს. ფოთში, მისი თქმით, წელიწადნახევარში აშენდება სამხრეთ კავკასიის "უმსხვილესი" აეროპორტი.

ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცახდებით, 2009 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით წელიწადის იმავე მონაკვეთში ტურისტების რაოდენობა 0.3%-ით გაიზარდა, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომის შემდეგ ტურისტთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. იმავე დეპარტამენტის მონაცემებით, 2008 წელს საქართველოში ჩამოვიდა 1,29 მლნ უცხოელი, 29007 წელს კი 1 მილიონი. სტუმრების უმეტესობა ( 39% ) საქართველოში ბიზნეს-საქმიანობის გამო ჩამოვიფა.2008 წლის იანვარი-ივლისში ტურისტების მხოლოდ 20% იყო ჩამოსული საქართველოში გართობისა და დასვენებისთვის, 26 კი - ნათესავების მოსანახულებლად, იუწყება დეპარტამენტი.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100