RSS
на русском en in english
28.07.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ცოდნის დღე ქართული აქცენტით

03.09.2009  |  09:53

3845.jpegრუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები, რბილად რომ ვთქვათ,- ცივია. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება, საბოლოო ჯამში, სიტყვა ჩვენს ბავშვებს ეკუთვნით. მათია მომავალი. სწორეს ისინი ითამაშებენ მთავარ როლს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგებისას. რუსეთსი დღესდღეობით მილიონ ნახევრამდე ქართველი ცხოვრიბს. როგორ გრძნობენ თავს მათი ბავშვები რუსეთსა და საქართველოს შორის არასტაბილურობის დროს? ხომ არ დაივიწყეს მათ წინაპრების ენა და ტრადიციები? ამის შესახებ შეგვიძლია შევიტყოთ ცოდნის დღეს, 1 სექტემბერს, მოსკოვის სკოლებში.

რუსეთში ქართველთა კავშირმა, რომელმაც მიიწვია ჩვენი კორესპონდენტი იმ სკოლების პირველ ზარზე, სადაც ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზე საუბარი შეუძლიათ, მოამზადა საზეიმო დღისთვის საჩუქრები. მოსკოვის 223-ე საშუალო სკოლას, სადაც ქართველებიც სწავლობენ, ცოდნის დღეს აჩუქეს მუსიკალური ცენტრი. არტისტულობა მუსიკალურობა, ხელოვნების ნიჭი ქართველების დამახასიათებელი ნიშნებია. ვინ არ ციის ეს? ასე რომ სკოლაში შეუძლებელია არ იყოს ანსამბლი და ხელოვნების კოლექტივები. მოსიკალური ცენტრი კი ის ოცნებაა, რომელიც უკვე ასრულდა.

მოსკოვის 1331-ე სკოლას ქართველთა კავშირმა კომპიუტერული ტექნიკა აჩუწა. ახლა ბავშვებს საკუთარი კომპიუტერული კლასი აქვთ.

ხმაურიან საბავშვი ზეიმზე უნებურად შენი ბავშვობა გახსენდება. ცოდნის დღე ჩვენთვის არის პირველი ზარი, უამრავი ყვავილი და თეთრი ბაფთები და, რა თქმა უნდა, მშვიდობის გაკვეთილები. ეს ოთხმოციან წლებში. ახლა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველ სასწავლო დღეს ტარდება ტოლერანტულობის გაკვეთილები. როგორ გვაკლია ასეთ ხმაურიან დროს მცხოვრებლებს სწორედ ეს მოთმინების უნარი.

მაგრამ გვინდა იმის იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი ბავშვები სხვანაირად იცხოვრებენ. ყოველ შემთხვევაში, ამ ორი სკოლის პირველი ზარის შემხედვარე ეს იმედი სავსებით რეალურად მომეჩვენა. აქ ისმოდა ქართული და რუსული საუბარი ერთად.

ქერა გოგონა იზომებდა ქათქათა კაბას, რათა ეცეკვა მთიულური. ბიჭები კი კალინკას ცეკვავდნენ. რომელ ნაციონალურ საკითხზე შეიძლება აქ საუბარი?

ბავშვებს და მასწავლებლებს ულოცავდნენ განათლების სამინისტროს, რაიონული სამმართველოსა და რუსეთში ქართველთა კავშირის წარმომადგენლები. მიუხედავად საზეიმო იდილიისა, ჩვენმა კორესპონდენტმა მაინც ჰკითხა ამ სკოლების დირექტორებს - როგორ ახერხებთ ასეთი დაძაბული ურთიერთობების დროს შეინარჩუნოთ რუსულ-ქართული სიკეთისა და პატივისცემის კუნძული?

3844.jpeg  3843.jpeg  3842.jpegდალი მაქაცარია, 223-ე სკოლის დირექტორი: -ჩვენს სკოლაში 17 განსხვავებული ეროვნების ბავშვი სწავლობს. ეთნოკულტურული ელემენტის სკოლის სტატუსი ჩვენ 2003 წელს მივიღეთ. ქართული ენა, ლიტერატურა, ისტორია -ამ ყველაფერს ჩვენი ბავშვები სწავლობენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100