RSS
на русском en in english
19.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველოში მოსალოდნელია ”ჯადოქრებზე ნადირობა”

03.09.2009  |  12:22

3848.jpeg"უფროსი ძმის" ყველა მაგალითის გადმოღებისას, ქართველმა პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს თავიანთ სამშობლოში ააღორძინონ ამერიკული ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ეპიზოდი. ზუსტად რო ვთქვათ "ჯადოქრებზე ნადირობა", როგორც უწოდებდნენ ხელოვანი ინტელიგენციის მოწამვლას და აქტიურად ატარებდა გასული საუკუნის 50-ან წლებში ამერიკელი სენატორი მაკ-კარტი.

საქართველოში მაკკარტიზმის ამ საშინელი გამოცდილების გამეორება სცადა ფსევდოოპოზიციონერმა ქართული პარლამენტის დეპუტატმა გია თორთლაძემ. მან ინიციატივა გაუწია იმ ადამიანების მხილებას, რომლებიც საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურებში მუშაობდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მას ლუსტრაციის კანონის შემოღება სურს.

რატომ მაინცდამაინც მას? თავად მიხეილ სააკაშვილს არანაირად არ უნდა ამის გაკეთება, აი ბატონმა თორთლაძემ კი ან მასზე დაკისრებული მისიის ვერ გააზრების, ან საბჭოთა კავშირის მიმართ პირადი სიძულვილის გამო პარლამენტს შესთავაზა საქართველოს ისტორიაში ყველაზე არადემოკრატიული კანონის მიღება. ის მოუწოდებს დეპუტატებს მიიღონ კანონპროექტი, რომელიც საიდუმლო სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან ამის თვითნებურად აღიარებას მოითხოვს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც ოდესმე ავშირის ჰქონია საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურებთან, ვალდებულია კანონის ზალაში შესვლიდან 6 თვის განმავლობაში მიმართოს კომისიას და გადასცეს მას ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტი საკუთარი საქმიანობის შესახებ სპეცსამსახურებში, ასევე თავად სპეცსამსახურების საქმიანობის ინფრომაციაც.

კანონპროექტი ითვალისწინებს რეესტრის გატარებას საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები, კომუნისტური პარტიისა და ლენინის კომკავშირის ყოფილი თანამშომლებისას, ასევე ასეთი პირებისთვის სამუშაო შეზღუდვებს.

კანონპროექტი ადგენს იმ თანამდებობების სიას, რომლებზეც ვრცელდება შეზღუდვები.

ბატონი თორთლაძე, რგოორც ჩანს, პარლამენტში ბავშვთა სახლიდნა მოხვდა. სხვა შემთხვევაში, ის არ დაემუქრებოდა თავის კოლეა პარლამენტარებს, რომ თუკი ისინი ლუსტრაციის კანონს არ მიიღებდნენ, გამოქვეყნდებოდა იმ დეპუტატების სია ვინც უარზე იქნებოდა: აი პატივცემულო თანამოქალაქეები, შეხედეთ ვინ აფარებს ხელს "კრემლის აგენტებს"!

ნუთუ თორთლაძე ვერ ხვდება, რომ მისი ინიციატივა კიდევ უფრო დიდ განხეთქილებას გამოიწვევს ქართულ საზოგადოებაში, რომელიც ისედაც ოპოზიციის პროტესტების ბობოქარი შემოდგომის ზღურბლზე დგას?

არა, ეს თორთლაძეს ზალიან კარგად ესმის. ეს ინიციატივა კი მას ბატონი სააკაშვილის რეჟიმის დაცვით დაკავებულმა ხალხმა უკარნახა. ტყუილად არ გაუსვამს მას ხაზი, რომ ამ მომენტში საქართველოს სახელმწიფო არქივში ინახება დაახლოებით 100 000 საქმე უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებზე და კომპარტიისა და კომკავშირის მაღალჩინოსნებზე.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100