RSS
на русском en in english
23.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რატომ გაუნაწყენდა თემურ იაკობაშვილი სერგეი ბაღაფშს

04.09.2009  |  15:40

3862.jpegვიცე-პრემიერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი მზად არის დახმარებისთვის მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან ქართვეი მეზღვაურების წინააღმდეგ რაიმე ზომების მიღების შემთხვევაში. ასეთი იყო თბილისის რეაქცია სერგეი ბაღაფშის ბრძანებაზე, რაც გულისხმობს ქართული გემების განადგურებას, თუკი ისინი საზღვაო საზღვარს დაარღვევენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა თავის ქმედებას ოფიციალური თბილისი "განაწყენებულის პოზიდან" ახორციელებს. უნდა ითქვას, რომ ქართველებისთვის დამახასიათებელა ნიჭიერებამ მათ ამ როლის კარგად მორგების შესაძლებლობა მისცა.

ქართული მასმედიის არც ერთ წარმომადგენელს, არც ერთ ქართველ ოფიციალურ მოღვაწეს აზრადაც არ მოსვლია თავისი ოპონენტების გონებას ჩაწვდომოდა, ობიექტურობის გულისთვის მაინც. სწორედ აქედან მოდის ყველა პრობლემა. ოფიციალურ თბილისს არავის გაგება არ სურს, ის მხოლოდ ერთ რამეს ელის - რომ გაშემო ყველამ მხოლოდ მისი პოზიცია გაიზიაროს.

აი ახლანდელი შემთხვევაც. გასული წლის აგვისტოს შემდეგ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალისმიერი მეთოდით გადაწყვიტა პრობლემის მოგვარება, ისე მოხდა, რომ სამხრეთ კავკასიის რუქაზე ორი ახალი სახელმწიფო გაჩნდა. იმის მაგივრად, რომ გაეანალიზებინათ სიტუაცია და პირველ რიგში თავიანთთვი ეკითხათ: რატომ აღარ მოუნდა ორ ერს ქართულ ოჯახში ისევ ერთად ცხოვრება, თბილისელი პოლიტიკოსები უფრო მარტივი გზით წავიდნენ - ყველაფერში დაადანაშაულეს რუსეთი, რომელმაც აფხაზებსა და ოსებს თვითგამორკვევის უფლების გარანტია მისცა. არადა თავად ქართველები 90-ანი წლებიდან აგებენ თავიანთ სახელმწიფოებრიობას დ არ ისურვებს რუსეთთან ყოფნა. ეს შეიძლებოდა, აფხაზებისთვის და ოსებისთვის კი ამის გაკეთება დაუშვებელი აღმოჩნდა.

თემა, რა თქმა უნდა, დელიკატურია. ყველა ქვეყანას თავისი არგუმენტები აქვს, რომლებიც ყველაზე მტკივნეულ საკითხებს ეხება. არც ჭურჭლის მარაზიაში შესული სპილოს გრაციოზულობა არის აქ ადგილიანი. თუმცა სწორედ ამ გრაციოზულობით იცავს საქართველოს თავის "კანონიერ" პოზიციებს, არ აღიარებს ახალგაზრდა რესპუბლიკებს თავისი სახელმწიფოს ვირტუალური "მთლიანობიდან" გამომდინარე. იღებენ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მის საფუძველზე აკავებენ "აფხაზური რეგიონისკენ" მიმავალ ყველა გემს.

მაგრამ ყველაფერი ისევ შეიარაღებულ დაპირისპირებამდე რომ არ მივიდეს, იქნებ იმის დროც მოვიდა, რომ ოფიციალური ცხინვალისა და სოხუმის აზრსაც მოუსმნონ. მათი თვალთახედვით ქართველი მესაზღვრეების საქციელი მეკობრეობის ტოლფასია. საერთაშორისო სამართლის ცნობით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი გახდნენ მისი სუბიექტები მას შემდეგ, რაც ეს რესპუბლიკები აღიარა თუნდაც ერთმა სახელმწიფომ. ამ ფაქტის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა საუბარი ისევ რაიმე გაერტიანებაზე საქართველოსთან. სუვერენულ აფხაზეთს სრუი უფლება აქვს დასაკოს მეკობრეები, რომლებიც მისკენ მიმავალ გემებს აფერხებენ.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100