RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

მზად არის თუ არა თბილისი „ბუკეტი“-ს გამო ანკარასაც ეჩხუბოს?

07.09.2009  |  09:41

3871.jpegგახმაურებულმა ისტორიამ, საქართველოს მიერ ნეიტრალურ წყლებში თურქული გემის „ბუკეტი"-ს დაკავების და მისი კაპიტნისათვის 24 წლის მისჯის შესახებ, შესაძლოა გავლენა იქონიოს თბილისისა და ანკარის ურთიერთობებზე. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე განაცხადეს, რომ ქართულმა მხარემ დაარღვია საერთაშოროისო სამართალი და რომ აპირებენ საქართველოზე დიპლომატეიური ზეწოლის გაწევას. ანკარისადმი სოლიდარულია მოსკოვიც - რუსეთის გარეპოლიტიკურ უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ხომალდების დაკავება შავ ზღვაში - ეს არამარტო საზღვაო კონვენციის დარღევევაა, არამედ კიდევ ერთი ნაბიჯი რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გასამწვავებლად.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეგირება მოახდინა ტანკერ „ბუკეტი"-ს დაკავებაზე. გარეპოლიტიკურ უწყებაში განაცხადეს, რომ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სასამართლო ვერდიქტს ხომალდის კაპიტანთან მიმართებაში და დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ტანკერის დაკავება ნეიტრალურ წყლებში მოხდა, გადმოსცემს „სეგოდნია.რუ". როგორც ცნობილია, ფოთის სამსამართლომ მაჰმედ ოზტურკს თავისუფლების 24 წლით აღკვეთა მიუსაჯა „საბაჟო კანონების განსაკუთრებულად დიდ ზომებში დარღვევისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევის გამო" . ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ახმეტ დავუტოგლუ აპირებს ეს მწვავე საკითხი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილოს, საკუთარი რიგგარეშე ვიზიტისას, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.

უფრო ადრე საკუთარი შეფასება ხომალდისა და ეკიპაჟის დაკავებას თურქულმა კომპანია-ოპერატორმა მისცა. გენერალურმა დირექტორმა ჰუსეინ სანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიამ უკვე შეიტანა საკასაციო საჩივარი ქართულ სასამართლოში, მოთხოვნით დაუბრუნონ მეპატრონეს ხომალდი „ბუკეტი" საკუთარ ტვირთთან ერთად და ასევე გააუქმონ ზედმეტად მკაცრი განაჩენი მისი კაპიტნის მიმართ, წერს „ვზგლიადი". საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ეს მიმართვა და პასუხი გასცეს შემდეგი ერთი თვის განმავლობაში.

საინტერესოა, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში ქართულმა მხარემ დაახლოებით ასი თურქული ხომალდის კონფისკაცია მოახდინა, მათგან 23 - ამ წლის განმავლობაში. თანაც თბილისი დიდად როდი ზრუნავს ტრანსპორტის მეპატრონეებისათვის დაბრუნებაზე - ხომალდებს ან დემონტირებას უკეთებენ ან ყიდიან აუქციონიდან, ეს იმ დროს, როდესაც ამის გამო ანკარას უზარმაზრი ზარალი აქვს. თურქეთის მოთმინებაზე, საქართველოს ექსპერიმენტების ფონზე, მსოფლიო საინფორმაციო სივრცეში უკვე საუბრობენ, რომ მოსალოდნელია თბილისი - ანკარის ურთიერთობების გაციება.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100