RSS
на русском en in english
31.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ვაშაძე შესარიგებლად მიდის ერევანში

07.09.2009  |  09:46

3872.jpegსაქართველო ოდითგან მოყოლებული მარავალნაციონალური ქვეყნაა. მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პოლიტეთნიკურობა ხელისუფლებისათვის დაუძლეველ პრობლემად იქცა. ვნებათა ღელვაა ატეხილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო. ახლა კი, ურთიერთობები დაიძაბა მეზობელ სომხეთთანაც. ამ დღეებში პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა განაცხადა, რომ საქართველოში სომხური ენისთვის რეგიონალურის სტატუსის მინიჭება მიზანშეწონილი იქნებოდა და ასევე აუცილებელია სომხეთის სააპოსტოლო ეკლესიისათვის იურიდიული რეგისტრაცია. გუშინ საზღვარზე კრიმინალური შემთხვევა მოხდა და მას მერე მასმედიაში სომხეთი მუსირებდა.

ბოლო დროს უამრავი პრობლემა დაგროვდა. რიგი სომხური მასმედიის მტკიცებით, ქართველმა მესაზღვრეებმა ერთერთ მონაკვეთზე საზღვარი გადაწიეს. თბილისი კი, უკმაყოფილებას გამოთქვამს სომხური მაღაზიების დახლებზე აფხაზური აჯიკის გამოჩენის გამო. გამოდის, რომ უჩუმრად აფხაზეთს უჭერენ მხარს, წუწუნებდნენ ქართველები. თბილისისათვის მოუოდნელ და არასასიმაოვნო სიახლედ იქცა სომხეთის პრეზიდენტის განცხადება სამცხე-ჯავახეთში სომხური ენისთვის რეგიონალური სტატუსის მინიჭების აუცილებლობის შესახებ. ამ რეგიონში, რომელიც ძირითადად სომხებითაა დასახლებული, ისედაც მუდმივად არასასიამოვნო სიტუაციები იქმნება. რეგიონის მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამადა რუსული სამხედრო ბაზების საქართველოდან გაყვანის გამო, ვინაიდან მრავალმა მათგანმა დაკარგა სამსახური და საარსებო სახსრების გარეშე დარჩა. სომხური სააპოსტოლო ეკლესია დღენიადაგ ადანაშაულებს საქართველოს - სომხური ეკლესიების მითვისებაში. რადიკალური პარტია „ჯავახკი" მუდმივად გამოდის პოლიტიკური მოთხოვნებით, მათთვის ავტონომიის მინიჭების შესახებ. უკანასკნელ პერიოდამდე ერევანი ეხმარებოდა თბილისს ჯავახეთში სეპარატისტული განწყობილებების ჩახშობაში.

თუმცა ამ კვირას სომხეთის ლიდერმა სერჟ სარგისიანმა განაცხადა:"ვთვლი, რომ სომხური ენისათვის რეგიონალური სტატუსის მინიჭება, სომხური სააპოსტოლო ეკლესიისთვის სტატუსის რეგისტრაციის უზრუნველყოფა და ასევე სომხური ისტორიული ძეგლების დაცვისათვის მიღებული ზომები, ხელს შეუწყობს მეგობრობის განმტკიცებას და ურთიერთ ნდობის ჩამოყალიბებას".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100