RSS
на русском en in english
28.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

საქართველო და სამხრეთ ოსეთი მოლაპარაკებას ცდილობენ

07.09.2009  |  09:48

3873.jpegხუთშაბათს, სოფელ ერგნეთში შედგა რიგით მეოთხე შეხვედრა, რომელიც ემსახურებოდა საზღვარზე ინციდენტების აღკვეთის მექანიზმების შემუშავებას. რუსეთისა და ევროკავშირის მონაწილეობით თბილისისა და ცხინვალის წარმომადგენლებმა განიხილეს საზღვრის სიახლოვეს იმ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების საკითხი, რომლებსაც რელიგიური ადგილებისა და საფლავების მონახულების სურვილი ექნებათ. დიპლომატებმა ასევე მოილაპარაკეს, რომ გაარკვევდნენ დაკავებული მოქალაქეების გარშემო შექმნილ სიტუაციას შემდეგი შეხვედრისთვის, რომელიც სექტემბრის ვოლოს შედგება სავარაუდოდ.

როგორც მოსალოდნელი იყო, საუბარი ერგნეთში არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა - გაგრძელდა 5 საათზე მეტხანს და, მონაწილეების თქმით, იყო საკმაოდ ემოციური. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყო მიღწეული შეთანხმება იმის შესახებ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას საზღვრის თავისუფლად გადაკვეთის უფლება მიეცეს რელიგიური ადგილებისა და საფლავების მოანხულებისთვის. ასეთი ინიციატივით გამოვიდა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს იორგ ჰაბერი. ქართულმა მხარემ ამ იდეას მაშინვე დაუჭირა მხარი, სამხრეთ ოსეთის წარმომადგნლები კი დათანხმდნენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მას შემდეგ დათქვეს, რაც ზედმიწევნით შეისწავლიდნენ საკითხს.

სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა დღის წესრიგში შეიტანეს იმ ოსების გათავისუფლების საკითხიც, რომლებიც გასული წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ უგზუ-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. როგორც ცნობილია, ცხინვალი თვლის, რომ ეს ხალხი ქართულმა მხარემ მოიტაცა აგვისტოდან ოქტომბრამდე არსებულ პერიოდში. ამ საკითხში წინსვლის არ არსებობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს მოლაპარაკებები სამი თვით შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დელგაციის ხელმძღვანელმა - შსს-ს ინფორმაიცულ-ანალიტიკური დეპარტამენტის ლიდერმა შოთა უტიაშვილმა სამხრეთ ოსეთის ამ ინფორმაციას კომენტარი არ გაუკეთა, ამ რთულ სიტუაციაში გარკვევის პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა დადეს. "ისინი საკითხს შესამჩნევი გაგებით მოეკიდნენ და განაცხადეს, რომ მომავალი კვირის დასაწყისში უკვე ოფიციალურ პასუხს გაგვცემდნენ",- განაცხადა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა.

მოლაპარაკებებზე ასევე განიხილება აგვისტოში საქართველოში დაკავებული ორი რუსეთის მოქალაქის საკითხიც. ჩიგოევის თქმით, თუკი მათ მომავალი კვირის შუამდე არ გაათავისუფლებდნენ, ცხინვალი ამას საქართველოს მხრიდან "არამეგობრულ ნაბიჯად" მიიჩნევდა. ამ პრობლემის გადაწყვეტის გაწელვა კი სხვას არაფერს გამოიწვევს, თუ არა ყველასთვის არასასურველ დაძაბულობას საზღვარზე. თავის მხრივ, თბილისის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მათთვის აუცილებელია კონსულტაციების ჩატარება შესაბამის სტრუქტურებთან.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100