RSS
на русском en in english
19.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ომბუცმენს მერობა სურს?

08.09.2009  |  09:59

3885.jpegსაქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა უკვე დიდი ხანია გამოავლინა საკუთარი თავი ოპოზიციის ქომაგად. თუმცა ამ უკანასკნელ პერიოდამდე ის არ ახმაურებდა სამომავლო გეგმებს. ჟურნალისტები ვარაუდების იმედად იყვნენ დარჩენილნი. ომბუცმენის უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს იწურება. დღესდღეობით უკვე ნათელია, რომ ოპოზიციის ლიდერთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანიც შეემატება. სუბარი ოპოზიციაში გადადის.

სოზარ სუბარი ასრულებს საკუთარ ხუთწლიან მოღვაწეობას ომბუცმენის პოსტზე, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადავა, იტყობინება გაზეთ „ვზგლიადის" თბილისელი კორესპონდენტი. თუმცაღა მისი ოპოზიციური განწყობა გაცილებით უფრო ადრეც იყო ცნობილი. ჯერ კიდევ ივლისში ქართული საინფორმაციო სააგენტო GHN- იტყობინებოდა, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი უფლებამოსილების ვადის დასრულების შემდეგ პოლიტიკით აპირებს დაკავებას ან საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩამოაყალიბებს. თავად სუბარი უარს აცხადებდა საკუთარი გეგმების დაკონკრეტებაზე. „ჯერჯერობით მე თავად ვერ გავერკვიე ჩემს არჩევანში. ყველაფერი შექმნილ სიტუაციაზეა დამოკიდებული".- აცხადებდა მაშინ ომბუცმენი.

მისი სიტყვებით, მისი პოლიტიკაში წასვლის შემთხვევაში, ამ ეტაპზე რთული სათქმელია შექმნის ის საკუთარ პოლიტიკურ პარტიას თუ შეუერთდება რომელიმე უკვე არსებულს. „გულახდილად, რომ ვთქვა მე ნაკლებად ვფიქრობ პოლიტიკაში წასვლაზე და მეტად ვფიქრობ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნაზე. მაგრამ არფრის გამორიცხვა არ შეიძლება",- აღნიშნა ომბუცმენმა.

ახლა კი, როგორც ვზგლიადი იყობინება, სუბარმა დაადასტურა, რომ მიიღო მოწვევა მოძრაობა „დაიცავი საქართველო"!-ში გასაწევრიანებლად. ამ მოძრაობას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ხელმძღვანელობს. მან საკუთარი კანდიდატურა 2008 წელს პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, რომელშიც რვა პარტია იყო გაერთიანებული. აპრილში ის და მისი ძმა - გიორგი გაჩეჩილაძე (მომღერალი უცნობი) - ოპოზიციური მოძრაობის ლიდერები გახდნენ.

ზაფხულში ლევან გაჩეჩილაძემ განცხადება გააკეთა საზოგადოებრივი მოძრაობის „დაიცავი საქართველო"!-ს შექმნის შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არაპოლიტიკური პარტია იქნებოდა, არამედ საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც მთელი საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირებას მოახდენდა. მასში გაწევრიანდებოდნენ ცნობილი კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების მოღვაწეები, ასევე ის ადამიანები ვინც აქტიურად უჭერდა მხარს ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, 9 აპრილიდან მოყოლებული.

ჯერჯერობით არცერთი გამოცემა არ აზუსტებს - რა უპასუხა სუბარმა ამ მოძრაობის მოწვევას. ამავდროულად მან განაცხადა: „ ქვეყანაში ძალზედ ფართო მასშტაბები შეიძინა ადამიანის უფლებების დარღვევამ". სუბარის სიტყვებით „ ადამიანებს დევნიან განსხვავებული აზრის გამო, დევნიან იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ოპოზიციას. ოპოზიციისადმი სიმპატიით განწყობილი ბიზნესმენები, პოლიტიკური ტერორის მსხვერპლნი ხდებიან".

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100