RSS
на русском en in english
21.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სტრასბურგელ ბიუროკრატებს, საფიქრალი ბევრი აქვთ

09.09.2009  |  18:28

3916.jpegევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, სხვა ევროპულ სტრუქტურებს შორის განსაკუთრებული ანტიპათიით გამოირჩევა რუსეთის მიმართ. ამ განსაკუთრებული დამოკიდებულების გაგება შეიძლება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხმათა უმეტესობას ხომ ევროპის მცირე ქვეყნები შეადგენენ, მათი მუდმივი კომპლექსებითა და ოკეანის იქითა აზრის გათვალისწინებით. რუსეთი კი, როგორც არ უნდა ატრიალო უზარმაზარი შემდგარი ევრაზიული სახემწიფოა, საკუთარი შეხედულებებით მარავალ საკითხზე. ახლანდელ საშემოდგომე სესიაზე საქართველოს დელეგაცია აპირებს გაიტანოს, რუსეთის ფედერაციისათვის ასამბლეაზე ხმის ჩამორთმევის საკითხი. მისი შეტანის უკანასკნელი ვადა - 14 სექტემებრია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის ტრადიციულ ოპონენტებად გამოდიან: ბალტიის ქვეყნები, ცენტრალური ევროპის რიგი ქვეყნები და კონსერვატორი პარლამენტარები დასავლეთევროპული სახელმწიფოებიდან. უკანასკნელი წლების განმავლობაში რუსეთის ყველაზე შეურიგებელ მოწინააღმდეგე ქართული დელეგაციაა. ახლანდელ საშემოდგომე სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 28 სექტემბრიდან 3 ოქტომბრამდე ჩატარდება, საქართველოს დელეგაცია აპირებს დააყენოს საკითხი რუსეთის ფედერაციისათვის ასამბლეაზე ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

ჯერ კიდევ ასამბლეის ივნისის სესიის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს დელეგაციამ დაასრულა ხელმოწერების აგროვება წინადადებაზე: ჩამოერთავს რუსეთის დელეგაციას ასამბლეაში უფლებამოსილებები. „თუ კი სიტუაცია ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდება და ჩვენი დელეგაციის მიმართ გამოყენებული იქნება რეპრესიული ზომები, მაშინ მე დავაყენებ რეკომენდაციას ავიღოთ პაუზა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლესთან ურთიერთობებში. უაზრობაა მონაწილეობა მიიღო ასამბლეის სხდომებში და არ გქონდეს საშუალება გავლენა მოახდინო მის გადაწყვეტილებებზე"- განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩოვმა.

მან დააზუსტა, რომ ამგვარი ინიციატივის შეტანის საბოლოო ვადაა - 14 სექტემბერი. „თუ კი ასამბლეა მიიღებს ამ საკითხს განსახილველად, რუსეთის დელეგაცია გამოითხოვს დირექტივებს ფედერალური შეკრების ორივე პალატისაგან, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გასცდება მის კომპეტენციას",- დააზუსტა რუსმა პარლამენტარმა. ამასთან ერთად კოსაჩოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დარჩეს ევროპის საბჭოში, ითანამშრომლოს მის ყველა ორგანოებთან, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ჩათვლით.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100