RSS
на русском en in english
26.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

რეიტინგები და ეკონომიკური რეალობა

10.09.2009  |  09:49

3920.jpegინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდა - ასეთია საქართველოს შიდა პოლიტიკური პრიორიტეტები. ქვეყნის პრეზიდენტი ტრადიციულად ეკონომიკური აყვავების პირობას დებს. საჭიროა სულ ცოტა მოთმინება. ხელისუფლების განცხადებით, საქართველომ დაძლია ეკონომიკური კრიზისი. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებიც ამაღლებენ ქვეყნის ეკონომიკურ რეიტინგს. დღეს მსოფლიო ბანკმა საქართველო დააწინაურა ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი ქვეყნების სიაში. თუმცა ქართველი ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რეიტინგები ეკონომიკის მდგომარეობაზე არ ახდენენ ზეგავლენას.

მსოფლიოს ბანკის მიერ შედგენილ რეიტინგში, რომელშიც მოხსენებული არიან ქვეყნები ბიზნესის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, საქართველომ მე-16 ადგილიდან მე-11-ზე გადაინაცვლა. რეიტინგში განხილულია 183 ქვეყნის მონაცემები.

ქართველის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს წარმატება მიღწეულია მიუხედავად გასული წლის ომისა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რეფორმების სწორ გზაზე დგას. ისინი თვლიან, რომ რეიტინგში ასეთი კარგი პოზიცია საქართველოს საზღვარგარეთიდან ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას მისცემს.

საქართველომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საუკეთესო ადგილი დაიკავა. აზერბაიჯანი იკავებს 38-ე პოზიციას, მანამდე ის მე-80 ადგილზე იყო. ლიდერობა სიაში კი შეინარჩუნეს სინგაპურმა, ახალმა ზელანდიამ, ჰონკონგმა და ამერიკამ.

თუმცა ბევრი ქართველი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ რეიტინგები ვერ ახდენენ ზეგავლენას ეკონომიკურ ვითარებაზე. ქართულ მასმედიაში ასევე მსჯელობენ - დადგება თუ არა ეჭვქვეშ საქართველოს საკრედიტო რეიტინგი?

ქართულია რადიოსადგური "კომერსანტი" აცხადებდა, რომ გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოების ავტორიტეტი ეჭვქვეშ დგას. ძირითადად, ამერიკის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ Morgan Stanley და კიდევ ორი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტო - Moody's Investors Service და Standard & Poor's (S&P) უნდა წარსდგნენ სასამართლოში მოპასუხე მხარის სახით. საუბარია ინვესტორების კოლექტიურ სარჩელზე, რომლის ავტორებიც ადანაშაულებენ საფინანსო კომპანიებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული რისკების დამალვაში.

Morgan Stanley, Moody's და S&P ბრალდებულები არიან რამდენიმე პუნქტით. თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ერთი პუნქტი არ არის საფუძველს მოკლებული. საუბარი საინვესტიციო კომპანია Cheyne Structured Investment Vehicle-ის ფასიანი ქაღალდების მაღალი რეიტინგის ხელოვნურად შენარჩუნებაზე. ექსპერტები არ გამორცხავენ, რომ ეს სასამართლო პროცესი ბიძგს მისცემს სხვა ინვესტორებსაც, მათ შორის საპენსიო ფონდებს, რომლებსაც სარეიტინგო სააგენტოების ცრუ რჩევებმა სერიოზული ზიანი მიაყენა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100