RSS
на русском en in english
24.10.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ქრთულმა მასმედიამ ბურჭულაძე „მოღალატედ“ შერაცხა

10.09.2009  |  09:53

3921.jpegრაც უფრო მეტი დრო გადის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, თბილისის მხრიდან მით უფრო მეტი ბრალდებები გაისმის რუსეთის მისამართით. ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია, პრინციპში გასაგებია. დაუოკებელი ოპოზიციის მთავარი ბრალდებაა - წაგებული ომი, ტერიტორიების დაკარგვა და მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. ხოლო იმ ჟურნალისტების გაგება, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებით ასრულებდნენ პოლიტიკურ შეკვეთას, სულ უფრო რთული ხდება. ამჯერად მათი კრიტიკის მსხვერპლი საქართველოს ახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე გახდა, ის თანამედროვეობის ყველაზე ძლიერ ბანად ითვლება. ყველაფერის მიზეზი კი, მისი მოსკოვში გამოსვლა გახდა.

ამჯერად, პაატა ბურჭულაძეს სდებენ ბრალს „ღალატში". ოღონდ ბოლომდე ვერ გაიგებ რის და ვის ღალატს სწამებენ მას. მაგრამ თუ კი, ქართულ პრესას გადაავლებ თვალს, ყველამ ვინც შეინარჩუნა რაიმე სახის კავშირი მაინც მოსკოვთან - კულტურული, მეცნიერული, ხელოვნების დარგში, - კრემლის რეჟიმის ხელისშემწყობებად მოინათლნენ. აქედან გამომდინარე კი - საქართველოს მტრებიც არიან.

ამ მიზეზით გამოჩნდა სიუჟეტი იმის შესახებ, რომ, ქართველი ჟურნალისტები - ქართულ-რუსული საზოგადოებრივი კომისიის წევრები კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების დარგში, პრაქტიკულად მოღალატეებად გამოცხადდნენ. ჟურნალისტები თავიანთ კოლეგებს ბრალს სდებდნენ „შემბღალავ კავშირებში". შედეგად, რუსულ-ქართული კომისიის თვამჯდომარემ, ქართულ-რუსული კონფლიქტის ჰუმანიტარული შედეგების დარეგულირების დარგში - მალხაზ გულაშვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ, რომლის ეთერშიც გავიდა ერთერთი სიუჟეტი მისი „რუსეთის სასარგებლოდ მუშაობის" შესახებ".

მაგრამ ყველა პროსამთავრობო მასმედიის საშუალებას ხომ ვერ უჩივლებ სასამართლოში. მაგალითად ერთერთ ინტერნეტ პორტალზე ვკითხულობთ: „სურვილი გიჩნდება იკითხო - სად მალავთ მეგობრებო სამხრეებს?", - მიმართავს ერთერთი ქართველი ჟურნალისტი მალხაზ გულაშვილს, ტატო ლასხილშვილსა და მამუკა არეშიძეს. მართალია შემდგომ ამატებს - „მაგრამ, ეს ყველაფერი ხუმრობით".

ქართულმა მასმედიამ ან ისევ ხუმრობით, ან იმიტომ, რომ რუსოფობიული განწყობილებები ახალ მოთხოვნადია, სხვა თანამემამულე - პაატა ბურჭულაძეც არ დაინდეს. რუსეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სასარგებლოდ ჩატარებულ საქმელოქმედო კონცერტზე გამოსვლისათვის, ისიც „მოღალატეთა" რიცხვს მიაწერეს.

როგორც გაზეთი „ვზგლიადი" იტყობინება, საოპერო სცენის ვარსკვლავი, საქართველოს სახალხო არტისტი პაატა ბურჭულაძე იძულებული გახდა უარყოფის განცხადება გაეკეთებინა. მან „ცრუ და ცილისმწამებლური" უწოდა თბილისის ტელეკომპანიების „იმედის", „რუსთავი-2"-ის და „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სიუჟეტებს.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100