RSS
на русском en in english
23.05.2017
არხივი სტატიები
სტატიები

კახა კალაძის ტრაგედია

10.09.2009  |  15:10

3927.jpegსაწყენი მარცხი განიცადა საქართველოს ნაკრებმა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩვ მატჩში. ამის მიზეზი გახდა ამ დროისთვის საუკეთეო უნდი - იტალიის ნაკრები, რომელმაც შეიძლება გაუფუჭოს კარიერა ლეგენდარულ ფეხბურთელს კახა კალაძეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს კარში ორივე ბურთი სწორედ მან შეაგდო. ქართულმა პუბლიკამ უკვე მოასწრო კალაძის დადანაშაულება "ღალატში". ისიც გაუხსენეს, რომ ნაკრების კაპიტანი უკვე დიდი ხანია იტალიის ჩემპიონატში თამაშობს. თამაშის შემდეგ კალაძე აპენინზე დაბრუნდა, სადაც ასევე "მოეფერა" ადგილობრივი პრესა. ახლა ფეხბურთელმა შეიძლება საერთოდ ვეღარ გააგრძელოს თამაში უმაღლეს დონეზე.

ბორის პაიჭაძისს ახელობის ეროვნული სტადიონი იმ დღეს სულ სავსე იყო. გულშემატკივები ქომაგობდნენ თავიანთ ნაკრებს და, უნდა ითქვას, რომ არგენტინელი ექტორ რაულ კუპერის გუნდს რამდენჯერმე მართლაც ჰქონდა იტალიელების კარის აღების შანსი. თუმცა მეორე ტაიმის ათმსა წუთმა გადაუსვა ხაზი საქართველოს ნაკრების იმედებს. იტალიელების წარმატების უნებური მიზეზი გახდა ქართული ფეხბურთუს ვეტერანი და ეროვნული ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე. 57-ე და 67-ე წუთებზე მას მოუქნელად აეჭრა ბურთი და შეუვარდა გოლები საკუთარ კარში. იტალიელებმა მოიგეს ანგარიშით 0-2, კალაძემ კი სტადიონი დატოვა უკმაყოფილო შეძახილების ფონზე "მოღალატე", "მოსყიდულია!".

განრისხებულმა ქართულმა პუბლიკამ გაუხსენა კახას, რომ ის უკვე რვა წელია იტალიის მილანში თამაშობს. მას ისიც შეახსენეს, რომ რესტორანი აქვს იტალიაში და ამბობდა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ იტალიაში აპირებდა დარჩენას. როგორც ჩანს, თბილისში მოწყობილი აურზაურის შემდეგ, კახა კიდევ უფრო გამტკიცდება ამ გადაწყვეტილებაში: ყოველ შემთხვევაში, იტალიაში თუ არა, საზღვარგარეთ მაინც დარჩება.

რა თქმა უნდა, ასეთ რთულ სიტუაციაში ყველაზე ადვილი გამოსავალი ორი ავტოგოლის ავტორის დადანაშაულება იყო. არა ფორვარდების, რომლებმაც ვერ მოახერხეს გოლის გატანა. არც მწვრთნელის, რომლის ხელმძღვანელობითაც საქართველოს ნაკრების მერვე შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს. დამნაშავეა სწორედ კალაძე, რომლის ღვაწლიც საქართველოს ფეხბურთისთვის რთული შესაფასებელია. როგორც ცნობილია, კალაძეს თავის დროზე დროზე გადასცეს ვახტანგ გორგასლის ორდენი ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში დიდი წვლილის შეტანის გამო.

თბილისის დინამოს აღზრდილი კალძე თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია. იტალიაში ის საიმედო თამაშის გამო მოხვდა, თანაც მოახერხა და არ დაიკარგა საერთაშორისო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის შემადგენლობაში. ის ძირითად გუნდში დააყენეს და ჩემპიონთა ლიგაც კი აქვს მოგებული. ახლანდელი წელი კალაძისთვის მძიმე გამოდგა. მარტში მას ოპერაცია გაუკეთეს მუხლზე და მას თითქმის 6 თვე არ უთამაშია. თუმცა ის შემდეგ დაბრუნდა, დაბრუნდა იმისთვის, რომ მშობლიურ გულშემატკივარს მისთვის სტვენა აეტეხა.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100