RSS
на русском en in english
17.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

გაერომ მიუკერძოებლობის ორეოლი დაკარგა

11.09.2009  |  10:05

3936.jpegგაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ (გაერო) მიუხედავად რუსეთის პროტესტისა, მხარი დაუჭირა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილების მდგომარეობის შესახებ საქართველოს პროექტის რეზოლუციას. საყურადრებოა, რომ თბილისის წარმომადგენლებმა მოუწოდეს სხვა ქვეყნებს არ მოეხდინათ რეგიონში არსებული ჰუმანიტარული პრობლემების პოლიტიზირება, ამასობაში კი დოკუმენტში რამოდენიმეჯერ მოიხსენიება ახალგაზრდა რესპუბლიკები, საქართველოს კუთვნილებად. მართალია გაეროს რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, მაგრამ საქართველოს ამ პატარა დიპლომატიურ „გამარჯვებას" შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებს.

გაეროში მიღებულ რეზოლუციის პროექტში დასტურდება ყველა შიგნით გადაადგილებული პირის, ლტოლვილებისა და მათი შთამომავლების, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლება „საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ამას გარდა, დოკუმეტში საუბარია გარფიკის შემუშავების აუცილებლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ყველა შიგნით გადაადგილებული პირის და ლტოლვილების, რომლებიც საქართველოს კონფლიქტის დროს დაზრალდნენ ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ და შეუფერხებელ დაბრუნებას, იტყობინება „ნოვოსტი-გრუზია".

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროქტის სათაურია „ საქართველოს აფხაზეთიდან და საქართველოს, სამხრეთ ოსეთიდან შიგნით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ". თავად დოკუმენტის ტექსტი კი, მუდმივად შეიცავს მითითებებს ახალგაზრდა რესპუბლიკების, საქართველოს კუთვნილებაზე, გადმოსცემს იტარ-ტასსი.

მშობლიურ სახლებში ლტოლვილთა დაბრუნების შესახებ მოქმედების გეგმა, მართლაც აუცილებელი იყო - ორგანიზაციის გენერალური მდივნის პან გი მუნის უკანასკნელი მოხსენების მიხედვით, საქართველოში ამჟამად - თითქმის 300 ათასი შიგნით გადაადგილებული პირია აფხაზეთიდან. მაგრამ, როგორც ჩანს თბილისში გადაწყვიტეს ჭკუაში აჯობონ დასავლეთს: ერთის მხრივ გამოვლენ რა თითქოს და სასიკეთო ინიციატივით, მეორეს მხრივ კი, საქართველო მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას „აღინიშნოს" მისი ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი სერგი კაპანაძე სხდომის წინ აღნიშნავდა, რომ ქართული მხარე რეზოლუციის პროექტის ხასიათს მხოლოდ ჰუმანიტარულად ასახელებს. „არ ღირს ამ საკითხის პოლიტიზირება"- მლიქვნელურად განაცხადა დიპლომატმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100