RSS
на русском en in english
16.01.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ჩავესმა დასაბამი მისცა სოხუმისა და ცხინვალის აღიარებათა კასკადს

11.09.2009  |  10:07

3937.jpegდღეს მოსკოვის მოლაპარაკებებზე ვენესუელის ლიდერის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. საქართველოში ეს ცნობა სარკაზმით მიიღეს. მაგრამ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა უკვე გამოუცხადეს მადლიერება უგო ჩავესს, რუსმა პარლამენტარებმა კი იმედი გამოთქვეს, რომ ვენესულეის მაგალითს სხვა ქვეყნებიც გაითვალისწინებენ.

უგო ჩავესის მოლაპარაკებები მოსკოვში, რუსლუმა პრესამ დაანონსა როგორც ძალიან რთული. „კომერსანტმა" შეხსენება გააკეთა, რომ ვენესუელას პრეზიდენტი რუსეთში „უბრალოდ სტუმრად კი არ ჩამოდის, არამედ შეთანხმებების დასადებად, რომლებიც როგორც წესი, მილიარდობით დოლარადაა შეფასებული"

ამჯერად ის ლამობდა შეეძინა წყალქვეშა ნავები და ტანკები, სამხრეთ ამერიკაში შექმნილ გეოსტრატეგიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. თუმცა, ამჯერდა ძვირადღირებული შეიარაღების საყიდლად ვენესუელას საკმარისი თანხები არ აქვს, ვინაიდან ამ ქვეყნის შემოსავლები ნავთობის გადაყიდვიდან მკვეთრად შემცირდა მსოფლიო კრიზისის შედეგად. მისუხედავად ამისა „ რუსეთი მზად არის ვენესუაელას კრედიტში მიაწოდოს იარაღი, სამაგიეროდ კი, მოსკოვი იმედოვნებს გაამყაროს ნავთობის ალიანსი კარაკასთან და დაარწმუნოს ის აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.- პროგნოზს აკეთებდა „კომერსანტი". მოსკოვში ათობით დოკუმენტის ხელმოწერა იგეგმებოდა, მათ შორის სამხედრო და სამხედრო ტექნიკურ დარგში თანამშრომლობის შესახებ, ნევთობისა და გაზის, ასევ კოსმოსური სივრცის ათვისების სფეროში.

ნათელია, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად დაიწყო და უკვე სადილისას ვენესულეის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყნამ აღიარა ორი ახალი კავკასიური რესპუბლიკა. „მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვაცხადო, რომ ვენესუელა უერთდება რესპუბლიკების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას".- განაცხადა ჩავესმა, რუს კოლეგასთან- დიმიტრი მედვედევთან, ქალაქგარეთ „ბარვიხის" რეზიდენციაში შეხვედრისას. კარაკასიდან ჩამოსულმა სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი დღიდან ვენესუელა დაიწყებს აუცილებელი პროცედურების შესრულებას, რათა დააკანონოს ეს ფაქტი.

„გმადლობთ, ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ აღიარება ეს ყოველი სახელმწიფოს სუვერენული საქმეა: მაგრამ რათქმაუნდა ჩვენთვის სულერთი არ არის ამ სახელმწიფოების ბედი და მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ მიიღეთ ამგვარი გადაწყვეტილება"- უპასუხა მედვედევმა.

1
 2 3
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100