RSS
на русском en in english
27.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოლიმპიური სიმშვიდის დამრღვევები

14.09.2009  |  09:52

3952.jpegთბილისი კვლავ თავის რეპერტუარშია. გასულ წელს მან დაიწყო აგრესია სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაღვარა რუსი სამშვიდობოების სისხლის პეკინის ოლიმპიადის გახსნის დღეს. ახლა ქართულმა ხელისუფლებამ ახალი შეტევა განახორციელა უკვე 2014 წლის ოლიმპიადის მისამართით, რომელიც ჩატარდება სოჭში. ერთი წლის წინ საქართველოს ჰქონდა მცდელობა, რომ შეეცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება და გადაეტანათ თამაშები სხვა ქვეყანაში, თუმცა ეს ვერ მოახერხა. რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტში ამ მუქარებს სერიოზულად არავინ იღებს.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელის გენადი შვეცის განცხადებით: "ეს იმდენად სულელური მცდელობაა, რომ არც გვსურს ამ საკითხის კომენტირებაზე დროის დაკარგვა. რა უნდა ითქვას? თუკი რომელიმე ქვეყანა უარს ამბობს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე, მის წინააღმდეგ სანქციებს იყენებენ. ძირითადად, მის სპორტსმენებს მომდევნო ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლებას ართმევენ". რაც შეეხება შესაძლებლობას, რომ თბილისმა წამოაყენოს საკითხი ოლიმპიური თამაშების ქვეყნის შეცვლისა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ამას შვეცმა "ბოდვა" უწოდა.

საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ საქარტ[ელოს სურს ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიადას.

"ოლიმპიური თამშები მშვიდობის სიმბოლოა. ასეთი ღონისძიების ჩატარება არაფრით არ შეიძლება ქვეყანაში, რომელმაც 21-ე საუკუნეში შეცვალა საზღვრები ძალისა და ეთნიკური წმენდის გამოყენებით",- თქვა მან. მანამდე პარლამენტარები უკვე ცდილობდნენ გაევლოთ პარალელები საქმის ახლანდელ ვითარებასა და 1980 წლის მოსჯოვის ოლიმპიადას შორის, რომელსაც რამდენიმე ქვეყანამ გამოუცხადა ბოიკოტი იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის არმია სამხედრო ქმედებებს ატარებდა ავღანეთში.

ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია თავისი დასკვნა საერთაშორისო კომისიას, რომელიც იძიებდა გასული წლის აგვისტოს ვითარებებს. ერთმნიშვნელოვნად რჩება მხოლოდ ის ფაქტი, რომ სწორედ ქართულმა ჯარმა ოლიმპიური სიმშვიდის დღეს, როდესაც პეკინში მშვიდობის ჩირაღდანი აანთეს, დაიწყო ცხინვალის დაბომბვა. ამგვარად, სწორედ საქართველომ დაკარგა 2008 წლის აგვისტოს აგრესიის შემდეგ ოლიმპიური საკითხების გადაჭრისას ხმის მიცემის უფლება.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100