RSS
на русском en in english
25.03.2017
არხივი სტატიები
სტატიები

ოპოზიცია სტრატეგიის ძიებაშია

14.09.2009  |  09:56

3953.jpegქართული ოპოზიცია, აქტიური წინააღმდეგობის რამდენიმე თვის შემდეგ, დარქმუნდა, რომ ცრუ ილუზიები ჰქონდა, როდესაც ფიქრობდა, რომ ხელისუფლების გადაყენების განზრახვას რამდენიმე დღეში განახორციელებდნენ. აი სააკაშვილმა კი გადაწყვიტა შეასრულოს პირობა : 2013 წლამდე საქართველოს პრეზიდენტობის. ოპოზიციონერებმა ცოტათი შეცვალეს ტაქტიკა და აპირებენ გადავიდნენ ბევრად უფრო აქტიურ ქმედებებზე და აუხსნას საერთაშორისო ორგანიზაციებს თავისი მიზნები და ამოცანები. ამასობაში არც ხელისუფლება თვლემს: ისინი აქტიურობასაც იჩენენ და ოპოზიციასაც ასუსტებენ ყველა მიმართულებით.

საპროტესტო მუხტის შემცირება ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებით არის განპირობებული. ქართულმა ოპოზიციამ ვერაფრით მოახერხა გაერთიანება და ერთობლივი ქარიზმატული ლიდერის წამოყენება. თანაც, პოპულარულ საიტზე www.gamokitkhva.ge ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დაახლოებით 74% ნეგატიურად აფასებს ოპოზიციის ლიდერების სპონტანურ ტაქტიკას და სტრატეგიას.

სუბიექტური ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას გამოსდის განსხვავებულად მოაზროვნეებზე ზეწოლა და მათი დაშინება. ბევრ ოპოზიციურ ლიდერს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. ხოლო სანამ სტრასბურგის სასამართლო განაჩენს გამოიტანს, ან ახალი რევოლუცია მოხდება, ან ხელისუფლება გაუმკლავდება ოპოზიციას. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით გამარჯვება ხელისუფლების მხარეზეა.

რამდენიმე დღის წინ ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება დაადანაშაულა ოპოზიციის დასუსტების მცდელობაში. როგორც მან საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ქვეყნის ხელისუფლება იყენებს ოპოზიციის ნებისმიერ ნაბიჯს საკუთარი პიარისთვის და მის დასუსტებას ცდილობს. თუმცა პიარი სულაც არ არის ხელისუფლების ერთადერთი იარაღი.

ახლახან ცნობილი გახდამ, რომ დარბეულია კონსერვატიული პარტიის რეგიონალური ოფისი. ოფისის დარბევის დროს ქალაქ თელავში სასტიკად სცემეს გიორგი დალაქიშვილი. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრში განაცხადეს, დალაქიშვილი მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს ინციდენტი სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც იმავე თელავში პრეზიდენტი ხალხს "ანგარიშს აბარებდა".

"სამართალდამცავი ორგანოებისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები შეიჭრნენ პარტიის ოფისში. თავად კონსერვატორები აღნიშნავენ, რომ ოფისის დარბევის მიზეზი ის გახდა, რომ შენობაში მუსიკა იყო ხმამაღლა ჩართული, კონკრეტულად კი უცნობის სიმღერები",- აღნიშნულია კონსერვატიული პარტიის განცხადებაში.

1
 2
კოდი დღიური
Add: memori.ru vaau.ru news2.ru myweb2.search.yahoo.com slashdot.org technorati.com Magnolia Livejournal Reddit Google
Permanent link:
Рейтинг@Mail.ru
Rambler's Top100